ყავა
ყავა — სასმელი (უმეტესად ცხელი), მზადდება ყავის ხის მოხალული მარცვლებისგან. კოფეინის შემცვლელობის გამო მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს.
სიტყვა ყავა მომდინარეობს კაფა–დან — ეთიოპიის სამხრეთ–დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან, სადაც ლეგენდის თანახმად პირველად აღმოაჩინეს ამ მცენარის მატონიზირებელი თვისებები.
არსებობს ყავის მარცვლების ორი ტიპი: არაბიკა – ტრადიციული ყავა, ითვლება უფრო გემრიელად, და რობუსტა – კოფეინით გაჯერებული, მომჟავო, გამოიყენება ხსნადი ყავის დასამზადებლად.
უდიდესი მწარმოებელი ქვეყნები [რედაქტირება]
| რანგი | ქვეყანა | ტონა [1] | ტომარა x1000 [2] |
|---|---|---|---|
| 1 | 2,609,040 | 43,484 | |
| 2 | 1,200,000 | 20,000 | |
| 3 | 495,000 | 8,250 | |
| 4 | 468,000 | 7,800 | |
| 5 | 390,000 | 6,500 | |
| 6 | 326,580 | 5,443 | |
| 7 | 319,980 | 5,333 |
2011 წელს მწვანე ყავის უდიდესი მწარმოებელი იყო ბრაზილია, მას მოყვებოდნენ ვიეტნამი, ინდონეზია და კოლუმბია.[3] არაბიკას ტიპის ყავა მოყავთ ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აფრიკაში, არაბეთსა და აზიაში. რობუსტას ტიპის ყავა იზრდება დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ბრაზილიის ზოგიერთ ნაწილში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ყავა- თურქული ყავა
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Food and Agricultural Organization of United Nations: Economic and Social Department: The Statistical Division. Faostat.fao.org (February 23, 2012). წაკითხვის თარიღი: June 7, 2012.
- ↑ Total production of exporting countries. International Coffee Organization (April 26, 2012). წაკითხვის თარიღი: Dec 24, 2012.
- ↑ Coffee: World Markets and Trade (PDF). Foreign Agricultural Service Office of Global Analysis. United States Department of Agriculture (December 2009). წაკითხვის თარიღი: March 26, 2010.
სტატიის