ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭობარეთი.
სოფელი
ჭობარეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი ძველი
კოორდინატები 41°34′36″ ჩ. გ. 43°07′52″ ა. გ. / 41.57667° ჩ. გ. 43.13111° ა. გ. / 41.57667; 43.13111
ცენტრის სიმაღლე 1440
მოსახლეობა 290[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — ასპინძის მუნიციპალიტეტი
ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

ჭობარეთისოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ძველის თემში[1] მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1440 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 25,5 კილომეტრით. სოფელში არის მარმარილოს და დიატომიტის საბადო. სოფელში დგას ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 290 კაცი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 379[2]
2014 290

ნასახლარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს გაზ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნის დროს აღ­მოჩ­ნდა ად­რე ბ­რინ­ჯა­ოს ხა­ნის ნა­სახ­ლა­რი საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოებით, რომელიც, სავარაუდოდ, ძველი წელთაღრიცხვით 3500-3000 წლებით თარიღდება. აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქვის სა­ბეჭ­და­ვი, რომელიც მე­სო­პო­ტა­მი­ი­დან, ქა­ლაქ ურუქი­დან უნ­და იყოს შე­მო­ტა­ნი­ლი. 2012 წლიდან ძეგლზე მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ექსპედიციის შედეგად, 2013 წელს ძეგლზე აღმოჩნდა ხორბლის ოთხი სახეობა, 2014 წელს კი - ქვის ხელსაფქვავები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროისთვის მეურნეობა უკვე განვითარებული იყო. ასევე, აღსანიშნავია ლითონის ჩამოსასხმელი ტიგელი (ყალიბი), რაც იმის მანიშნებელია რომ ლითონის გარკვეული ნივთები ადგილობრივად მზადდებოდა. ძეგლზე აღმოჩენილია ნამოსახლარის თანადროული სამარხი, სადაც მიცვალებული მოხრილ მდგომარეობაში იყო დაკრძალული. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს გვიან ანტიკური-ადრე შუა საუკუნეების ციტადელი.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  3. ასპინძაში ტერასულ ნამოსახლარს მიაკვლიეს