შონ მაკბრაიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შონ მაკბრაიდი
ფრანგ. Seán MacBride
Seán MacBride 1984.jpg
დაბადების თარიღი 26 იანვარი 1904(1904-01-26)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი პარიზი[6]
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი 1988(1988-01-15)[1] [2] [3] [4] [5] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი დუბლინი
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
Flag of Ireland.svg ირლანდიის რესპუბლიკა
განათლება დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯი
მამა John MacBride
დედა Maud Gonne
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[7] [8] და საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის"

შონ მაკბრაიდი (დ. 26 იანვარი , 1904 - გ. 15 იანვარი, 1988 ) — ირლანდიური პოლიტიკური პარტიის, კლან ნა პობლახტას, პოლიტიკოსი. საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა 1948 წლიდან 1951 წლამდე. იყო კლან ნა პობლახტას ლიდერი 1946 წლიდან 1965 წლამდე და ირლანდიის რესპუბლიკური არმიის შტაბის უფროსი 1936 წლიდან 1939 წლამდე. 1947 წლიდან 1957 წლამდე მსახურობდა ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის დელეგატად (Teachta Dála). [9]

ირლანდიის საშინაო პოლიტიკური კარიერიდან წამოსვლის შემდეგ მან დააარსა და წვლილი შეიტანა XX საუკუნის მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო ამნისტიის ისტორიაში. მან მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1974 წელს, საერთაშორისო ლენინური პრემია 1975-1976 წლებში და 1980 წელს იუნესკოს ვერცხლის მედალი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკბრაიდი დაიბადა 1904 წელს პარიზში, მაიორ ჯონ მაკბრაიდისა [10] და მაუდ გონის ოჯახში. მისი პირველი ენა ფრანგული იყო და მან სიცოცხლის განმავლობაში შეინარჩუნა ფრანგული აქცენტი ინგლისურ ენაზე საუბრისას. [11] ის სწავლობდა გონზაგას სენტ-ლუისის ლიცეუმში. საფრანგეთში დარჩა მამის სიკვდილამდე. 1916 წლის აღდგომის აჯანყების შემდეგ იგი გააგზავნეს ირლანდიურ სკოლაში გორში, უექსფორდის საგრაფოში. 1919 წელს, 15 წლის ასაკში, ის შეუერთდა ირლანდიის მოხალისეებს, რომლებიც იბრძოდნენ ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (ირა) შემადგენლობაში და მონაწილეობა მიიღო ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის ომში. იგი ეწინააღმდეგებოდა 1921 წლის ანგლო-ირლანდიის ხელშეკრულებას და ირლანდიის თავისუფალმა სახელმწიფომ დააპატიმრა სამოქალაქო ომის დროს . [12]

1924 წელს გაათავისუფლეს მაკბრაიდი. მან სწავლა გააგრძელა სამართლის მიმართულებით დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯში და განაახლა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის საქმიანობა. [13] იგი მცირე ხნით მუშაობდა იმონ დე ვალერას პირად მდივნად და მასთან ერთად იმოგზაურა რომში, სადაც შეხვდა სხვადასხვა წარჩინებულ პიროვნებას.

1925 წლის იანვარში, ოცდამეერთე დაბადების დღეს, მაკბრაიდმა იქორწინა კატალინა „კიდ“ ბულფინზე, ქალი, რომელიც ოთხი წელი იყო მისი უფროსი და იზიარებდა მის პოლიტიკურ შეხედულებებს. [14] ბულფინი იყო ირლანდიელი ნაციონალისტი გამომცემლისა და მოგზაურ-მწერლის უილიამ ბულფინის ქალიშვილი.

1927 წელს დუბლინში დაბრუნებამდე, სადაც იგი გახდა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის დაზვერვის დირექტორი, მაკბრაიდი მუშაობდა ჟურნალისტად პარიზსა და ლონდონში. დუბლინში დაბრუნების შემდეგ, იგი დააპატიმრეს და ბრალად პოლიტიკოს კევინ ო'ჰიგინსის მკვლელობა წაუყენეს, რომელიც მოკლეს თავის სახლთან დუბლინის საგრაფოში. მაკბრაიდმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ მკვლელობის დროისათვის ის ირლანდიაში ბრუნდებოდა და გზად შეხვდა პოლიტიკოს ბრაიან კუპერს, რომელიც იყო მისი უდანაშაულობის მოწმე. ამის შემდეგ, ბრალი წაუყენეს დივერსიული საქმის ორგანიზებაში და ციხეში განათავსეს. [15]

1920-იანი წლების ბოლოს მაკბრაიდი გახდა უსაფრთხოების სამსახურების ნომერ პირველი სამიზნე. [16]

1936 წელს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის შტაბის უფროსს, მოსი ტომეის, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის შეცვალა მაკბრაიდმა. ამ დროს მოძრაობა სავალალო მდგომარეობაში იყო რამდენიმე პიროვნებას შორის კონფლიქტის გამო. ტომ ბარი დაინიშნა შტაბის უფროსად ბრიტანელების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გასაგრძელებლად, ამ გადაწყვეტილებას მაკბრაიდი არ დათანხმდა. [17]

1937 წელს მაკბრაიდმა დატოვა მისი პოზიცია ირლანდიის რესპუბლიკურ არმიაში. ირლანდიის კონსტიტუცია ამოქმედდა იმავე წლის ბოლოს. როგორც ადვოკატი, მაკბრაიდი ხშირად იცავდა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის პატიმრებს. [18]

კლან ნა პობლახტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკბრაიდი დაახლ. 1947 წელს, როდესაც მან დააარსა კლან ნა პობლახტა

1946 წელს მაკბრაიდმა ჩამოაყალიბა რესპუბლიკური / სოციალისტური პარტია კლან ნა პობლახტა (Clann na Poblachta). იგი იმედოვნებდა, რომ გახდებოდა ირლანდიის მთავარი პოლიტიკურ პარტია. [19] მათ მართლაც მიაღწიეს არჩევნებში წარმატებებს. [20]

თუმცა, 1948 წლის საყოველთაო არჩევნებზე კლან ნა პობლახტამ მხოლოდ ათი ადგილი მოიპოვა. მაკბრაიდი გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, [10] ხოლო ნოელ ბრაუნი გახდა ჯანდაცვის მინისტრი.

ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საგარეო ურთიერთობათა შესახებ კანონის გაუქმებისა და ირლანდიის რესპუბლიკის შესახებ კანონის ამოქმედებაში, რომელიც ძალაში შევიდა 1949 წელს. მან განაცხადა, რომ ირლანდია შეიძლება ოფიციალურად მოვიხსენიოთ, როგორც ირლანდიის რესპუბლიკა და რომ ირლანდიის პრეზიდენტს ჰქონდა საგარეო საქმეთა საკითხებში აღმასრულებელი უფლებამოსილება.

1951 წელს მაკბრაიდმა მოითხოვა ნოელ ბრაუნის გადადგომა, დედა და ბავშვთა სქემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ირლანდიის კათოლიკური ეკლესიისა და ირლანდიის სამედიცინო დაწესებულების მხრიდან. [21]

ასევე, 1951 წელს, კლან ნა პობლახტას წარმომადგენლობა შემცირდა ორი ადგილით საერთო არჩევნების შემდეგ. მაკბრაიდმა კვლავ დაიკავა თავისი ადგილი და ხელახლა აირჩიეს 1954 წელს. დაუპირისპირდა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ეჭვმიტანილთა დაკავებას სასაზღვრო კამპანიის დროს (1956–62), მან გაასაჩივრა 1957 და 1961 წლის არჩევნები, თუმცა პროტესტით შედეგს ვერ მიაღწია. შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა და გააგრძელა ადვოკატად მუშაობა. მან გამოთქვა ინტერესი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყო 1983 წლის ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა.

საერთაშორისო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შონ მაკბრაიდი 1986 წელს

მაკბრაიდი იყო საერთაშორისო ამნისტიის დამფუძნებელი წევრი და მისი საერთაშორისო თავმჯდომარე 1961 წლიდან 1971 წლამდე. იგი იყო იურისტთა საერთაშორისო კომისიის გენერალური მდივანი 1963 წლიდან 1971 წლამდე. ამის შემდეგ, იგი აირჩიეს ჟენევაში მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს თავმჯდომარედ (1968-1974) და მოგვიანებით პრეზიდენტად (1974–1985). ის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში 1948-51 წლებში და იყო ევროპის საბჭოს კომიტეტის პრეზიდენტი 1950 წელს. იგი ასევე მონაწილეობდა სინდისის საერთაშორისო პატიმართა ფონდის საქმიანობაში და 1977 წელს დაინიშნა კომუნიკაციური პრობლემების შესწავლის საერთაშორისო კომისიაში. [22] [23]

ადამიანის უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკბრაიდს შრომისა და დამსახურებისთვის მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია (1974) [24], ადამიანს, რომელმაც „მოახდინა მსოფლიოს სინდისის მობილიზება უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში“. მოგვიანებით მან მიიღო საერთაშორისო ლენინური პრემია „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ (1975–76) და იუნესკოს ვერცხლის მედალი სამსახურისთვის (1980). მან მიიღო ლენინის მშვიდობის პრემია მისი წინააღმდეგობის გაწევის გამო, რასაც მაკბრაიდი უწოდებს „აბსოლუტურად საზიზღარი საომარი მოქმედებების რბოლას“. ის ერთ-ერთია იმ ორი ადამიანიდან, რომელმაც მიიღო ლენინისა და ნობელის სამშვიდობო პრიზები ერთად. მეორე არის ლაინუს პოლინგი . [25]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შონ მაკბრაიდი გარდაიცვალა დუბლინში, 1988 წლის 15 იანვარს, 84-ე დაბადების დღემდე თერთმეტი დღით ადრე. ის დაკრძალულია გლასნევინის სასაფლაოზე, დედასთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც გარდაიცვალა 1976 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Keane, Elizabeth (2006). An Irish Statesman and Revolutionary: The Nationalist and Internationalist Politics of Seán MacBride. Tauris. 
  • Jordan, Anthony J, (1993) A biography of Sean MacBride, Blackwater Press

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Munzinger-Archiv — 1913.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #131831577 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1974/
  8. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  9. Seán MacBride. Oireachtas Members Database. ციტირების თარიღი: 22 September 2009
  10. 10.0 10.1 Saturday Evening Post; 23 April 1949, Vol. 221 Issue 43, pp. 31–174, 5p
  11. Ireland - A Television History - Part 10 of 13 - 'Civil War 1921-1923', https://www.youtube.com/watch?v=Vxp9OVvqDuE. წაკითხვის თარიღი: 2019-08-28
  12. Seán MacBride: A Biography. 
  13. Jordan (1993), p. 41.
  14. Jordan (1993), p. 42.
  15. Jordan (1993), p. 47.
  16. Jordan (1993), p. 57.
  17. Jordan (1993), p. 70.
  18. Hanley, Brian (2010). The IRA: A Documentary History 1916–2005. Dublin: Gill & Macmillan, გვ. 122. ISBN 0717148130. 
  19. Seán MacBride. ElectionsIreland.org. ციტირების თარიღი: 22 December 2009.
  20. Jordan (1993), pp. 86–98
  21. Jordan (1993), pp. 125–140
  22. Jordan (1993), pp. 157–165
  23. Seán MacBride | Irish statesman en. ციტირების თარიღი: 2019-08-28
  24. United Nations Chronicle, Sep95, Vol. 32 Issue 3, p. 14, 2/5p, 1c; (AN 9511075547)
  25. Sean MacBride of Ireland Is Dead at 83“, 1988-01-16.