ბექა ვაჭარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბექა ვაჭარაძე
ფოთის მუნიციპალიტეტის მერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა22 ნოემბერი 2021

დაბადებული1 ივლისი, 1991 (1991-07-01) (32 წლის) [1]
ფოთი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება
განათლებაგრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ბექა ვაჭარაძე (დ. 1 ივლისი, 1991, ფოთი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის 22 ნოემბრიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1991 წლის 1 ივლისს, ქალაქ ფოთში. 2009-2013 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 2013-2015 წლებში – შპს „ელ ჯეი ბროკერის” მთავარი მენეჯერი. 2016-2017 წლებში შპს „კაზგრუ ჰოლდინგის” ლოჯისტიკური მენეჯერი. 2017-2021 წლებში ფოთის საკრებულოს წევრი, 2020-2021 წლებში – თავმჯდომარე. 2021 წლის 22 ნოემბრიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.

თვითმმართველობის არჩევნები 2021[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებს“ სახელით იყრიდა კენჭს ფოთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიგი უგულავა. ვაჭარაძემ პირველ ტურში ხმათა 46,84% (9604 ხმა) მიიღო და მეორე ტურში გასვლა მოახერხა, სადაც 57,35% (11 345 ხმა) მიიღო და გამარჯვება მოახერხა. [2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-25. ციტირების თარიღი: 2022-12-25.
  2. მეორე ტურის შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-10-18.