გია ხარჩილავა
| გია (გიორგი) ხარჩილავა | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 17 მაისი, 1970 |
| დაბადების ადგილი | წალენჯიხა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
| გარდაცვალების თარიღი | 2 ნოემბერი, 2024 (54 წლის) |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი |
| facebook.com/kharchilavagiorgi.5/ | |
გია (გიორგი) ხარჩილავა (დ. 17 აპრილი, 1970 — გ. 2 ნოემბერი, 2024[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ნოემბრიდან, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ერთადერთი ოპოზიციის წევრია, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.
1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.[2] 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.[3]
ცესკოს შედეგების მიხედვით, ხარჩილავამ ხმათა 51,09% მიიღო (7248 ხმა), მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“, გოგა გულორდავამ – კი 48,90% (6937 ხმა).[3]
ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ წალენჯიხაში გადასახლების შესახებ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ,[4] ხოლო ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ წალენჯიხაში ბიზნესის გახსნის შესახებ განცხადება გაავრცელა.[5]
ხარჩილავას ყავს მეუღლე და სამი შვილი.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საიტზე დაარქივებული 2022-01-26 საიტზე Wayback Machine.
- გია ხარჩილავა Facebook-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
- 1 2 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხარჩილავას ბიოგრაფია და ქონება
- 1 2 სისტემა პირისპირ შეეჩეხა მთისპირა კოლხ ადამიანს – წალენჯიხის არჩეული მერი
- ↑ “მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში” — მამუკა ხაზარაძე
- ↑ თემურ ჭყონია ადასტურებს, რომ წალენჯიხაში ბიზნესის დაწყებას აპირებს