გენადი ბალანჩივაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გენადი ბალანჩივაძე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2021

დაბადებული26 ივლისი, 1966 (1966-07-26) (57 წლის) [1]
ქუთაისი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება
განათლებაპავლოდარის ინდუსტრიული უნივერსიტეტი

გენადი ბალანჩივაძე (დ. 26 ივლისი, 1966, ქუთაისი) — ქართველი პოლიტიკოსი. ქალაქ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1966 წლის 26 ივლისს, ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქ. ქუთაისის N29-ე საჯარო სკოლა. 1984-1991 წლებში დაამთავრა პავლოდარის ინდუსტრიული უნივერსიტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 1991-1997 წლებში მუშაობდა გუმბრის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ. 2002-2007 წლებში მუშაობდა გუმბრის თემის საკრებულოს მდივნად. 2007-2008 წლებში იყო წყალტუბოს გამგებლის რწმუნებული გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვის სატყეო დეპარტამენტის, იმერეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს მონიტორინგის უფროსად. 2013-2014 წლებში იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. 2014-2017 წლებში მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ.

ფლობს ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თვითმმართველობის არჩევნები 2021[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებს“ სახელით იყრიდა კენჭს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაზა მეტრეველი. ბალანჩივაძემ პირველ ტურში ხმათა 48,52% (11 938 ხმა) მიიღო და მეორე ტურში გასვლა მოახერხა, სადაც 57,13% (13 341 ხმა) მიიღო და გამარჯვება მოახერხა. [2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.12.2022. ციტირების თარიღი: 25.12.2022.
  2. მეორე ტურის შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-10-18.