ნიკო დადიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დადიანი.
ნიკო დადიანი

ნიკო დავითის ძე დადიანი (დ. 4 იანვარი, 1847, ზუგდიდი ― გ. 23 იანვარი, 1903, სანქტ-პეტერბურგი), სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი (* 1853-იდან), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1878).

განათლება პარიზში მიიღო. მისი მცირეწლოვნების გამო სამთავროს განაგებდა დედამისი ეკატერინე ჭავჭავაძე, რომლის დროსაც (1857) ფაქტობრივად სამეგრელოში მთავრობა გაუქმდა. 1868 წელს დადიანმა უარი თქვა (დე-იურე) სამეგრელოს მთავრის ტიტულზე. 1875 წლიიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878). 1877 წლიდან პოლკოვნიკი. ბულგარეთის ტახტიდან ბატენბერგის ჩამოგდების (1886 წლის 21 აგვისტო) შემდეგ რუსეთის მთავრობამ დადიანი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წამოაყენა. დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა (169 ხელნაწერი და წიგნები) უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

ნიკო დადიანის შვილიშვილი იყო პოეტი მამია გურიელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: