ჩაჟაში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ჩაჟაში
Ushguli Svaneti.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი უშგული
კოორდინატები 42°54′27″ ჩ. გ. 43°00′39″ ა. გ. / 42.90750° ჩ. გ. 43.01083° ა. გ. / 42.90750; 43.01083
ზღვის დონიდან 2200
მოსახლეობა 34 [1] კაცი (2002)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
მართლმადიდებლები

mestia.png

Red pog.svg

ჩაჟაში — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის ცენტრი.

მდებარეობა[რედაქტირება]

ჩაჟაში მდებარეობს მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან 45 კმ. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 34 კაცი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ჩაჟაში სვანურად ნიშნავს ცხენების სადგომს (ჩაჟ - ცხენი). ლეგენდის თანახმად, უშგულში ასული თამარ მეფე ცხენებს ამ სოფელში აჩერებდა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 709
რუს.ინგლ.ფრ.

ამჟამად ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი აერთიანებს 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს, 11 ხალხურს აცხოვრებელს და 1 ათეულზე მეტ დამხმარე ნაგებობას. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი. სოფელში არის უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი.

სოფლის სამხრეთით, მთაზე დგას XII-XIII საუკუნეების ციხე-სიმაგრე, რომელიც შედგება გალავნისა და სამი კოშკისაგან. მათგან ორი სანახევროდ დანგრეულია, ხოლო ერთი თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული. ციხე უშგულის ოთხივე სოფელს გადაჰყურებს. გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.

სოფლის ახლოს დგას ასევე შუა საუკუნეების კოშკი, რომელსაც თამარ მეფის საზაფხულო კოშკს უწოდებენ. რეზიდენცია, სავარაუდოდ მოიცავდა მეორე კოშკსაც, რომლის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და ეკლესიას. ეკლესია დარბაზული ტიპის იყო. შენობაში შეიმჩნევა საკურთხევლისა და კანკელის კვალი.

სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია დარბაზული ტიპისა. ეკლესია შემორტყმული აქვს გალავანი. დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სტოა. სტოაში შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]