ჟიბიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჟიბიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი უშგული
კოორდინატები 42°55′05″ ჩ. გ. 43°00′55″ ა. გ. / 42.91806° ჩ. გ. 43.01528° ა. გ. / 42.91806; 43.01528
ცენტრის სიმაღლე 2100
მოსახლეობა 87[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჟიბიანი — საქართველო
ჟიბიანი
ჟიბიანი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჟიბიანი

ჟიბიანისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში (სოფლები: ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში, ჩვიბიანი).

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟიბიანი სვანურად ნიშნავს ზემო სოფელს.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟიბიანი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარცხნივ, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 87 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 164 76 88
2014[1] 87 43 44

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟიბიანში დგას სამი ეკლესია. შუა საუკუნეების მაცხოვრის სახელობის ეკლესია დგას სოფელში ერთადერთ ხიან ადგილას. ეკლესია ბაზლიკის ტიპისაა, აღმოსავლეთით გამოყოფილი აქვს საკურთხევლის აფსიდი. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა.

სოფელის განაპირას დგას წმინდა გიორგის ეკლესია „ჯგრაგ”. ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებისაა, ბაზილიკის ტიპის. ეკლესიას გარს არტყია გალავანი.

სოფლის ჩრდილოეთით დგას სვანეთის დიდი სალოცავი - უშგულის ლამარია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II