ტულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტულა
რუს. Тула
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ტულის ოლქი
საქალაქო ოკრუგი ტულა
შიდა დაყოფა Q4504360?, Q4380526?, Q4187204?, Q4377880? და Q4426472?
კოორდინატები 54°12′00″ ჩ. გ. 37°37′00″ ა. გ. / 54.20000° ჩ. გ. 37.61667° ა. გ. / 54.20000; 37.61667
მმართველი Olga Slyusareva[1]
პირველი ხსენება 1146
ფართობი 145,8 კმ²[2] ან 153,52[3] კმ²
ცენტრის სიმაღლე 170
მოსახლეობა 490 508 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 3 387 კაცი/კმ²
აგლომერაცია დაახ. 1 მლნ
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 4872
საფოსტო ინდექსი 300000 – 300999
საავტომობილო კოდი 71
ოფიციალური საიტი http://www.tula.ru/
ტულა — რუსეთი
ტულა

ტულა (რუს. Тула) — ქალაქი რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გმირი ქალაქი. ტულის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შუა რუსეთის მაღლობის სამხრეთით, მდინარე უპის ნაპირას. საკმაოდ გაშლილი ქალაქია, გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 30 კმ-ზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 25 კმ-ზე. პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის ნიკონოვის ქრონიკებში, 1146 წლის დათარიღებით. ქალაქში მდებარეობს 300-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ტულის კრემლი ითვლება. დასახლების სამხრეთ-დასავლეთით, 14 კილომეტრში მდებარეობს ლევ ტოლსტოის სახლ-მუზეუმი იასნაია-პოლიანა. რეგიონის ეკონომიკური, სამრეწველო, სასწავლო და კულტურული ცენტრი, სარკინიგზო საკვანძო დასახლება. 2014 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 490 508 ადამიანს შეადგენდა, საქალაქო აგლომერაციის მცხოვრებთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 1 მილიონია. ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარამონოვა ი. იუ. ტულა. XX საუკუნე: დეტალები. — ტულა, დიზაინ-კოლეგია, 2008.
  • მელშიანი ვ. ვ. ტულა: ეკონომიკურ-გეოგრაფიული ნარკვევები. — ტულა: წიგნის გამ-ბა 1968—211 გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტულა&oldid=4198533“-დან