მიმდინარეობდა 2022 წლის 27 თებერვლიდან 31 მარტამდე რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის ქალაქ ბუჩაზე კონტროლისთვის და წარმოადგენდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისკიევისათვის ბრძოლის ნაწილს. რუსული ძალები ცდილობდნენ დაეკავებინათ ბუჩა, ირპინი და ჰოსტომელი, რათა დასავლეთიდან შემორტყმულიყვნენ კიევს და ალყაში მოექციათ უკრაინის დედაქალაქი.[2][3] კიევზე შეტევის ინტენსივობის გამო, კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ბუჩა, ირპინთან, ჰოსტომელთან, გზატკეცილ М06-თან და ვიშჰოროდთან ერთად კიევის ოლქის ყველაზე საშიშ ადგილებად დაასახელა.[4]