მოლდოველები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოლდოველებიხალხი, მოლდოვის ძირითადი მოსახლენი (2,24 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე უკრაინაში (258,6 ათ.), რუსეთის ფედერაციაში (156,4 ათ.).

რაოდენობა სხვა ქვეყნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დროშა: უკრაინა უკრაინა — 258 619;
  2. დროშა: რუმინეთი რუმინეთი — 161 846;
  3. დროშა: რუსეთი რუსეთი — 156 400;
  4. იტალიის დროშა იტალია — 142 583;
  5. დროშა: ესპანეთი ესპანეთი — 17 426;
  6. დროშა: ყაზახეთი ყაზახეთი — 14 245;
  7. დროშა: პორტუგალია პორტუგალია — 13 586;
  8. დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი — 13 000;
  9. საბერძნეთის დროშა საბერძნეთი — 9920;
  10. დროშა: კანადა კანადა — 8050;
  11. დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ — 7859;
  12. დროშა: ჩეხეთი ჩეხეთი — 5260;
  13. დროშა: პოლონეთი პოლონეთი — 5117;
  14. დროშა: ბელარუსი ბელარუსი — 3465;
  15. ლატვიის დროშა ლატვია — 2284.

მათი ძირითადი გავრცელების არეალია ევროპა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლდოველების ეთნოგენეზში გამოიყოფა ორი ეტაპი ვოლოხების (ვლახელების) ფორმირება და თანამედროვე მოლდოველი ერის ჩამოყალიბება. ვოლოხების ფორმირება მიმდინარეობდა ჩრდილოეთ ბალკანეთის და კარპატების მთისწინეთის არეალში იმ თრაკიელი ტომების საფუძველზე, რომლებმაც I სუაკუნეში განიცადეს რომანიზაცია, ხოლო VI სუაკუნიდან სლავების გავლენა. XIV საუკუნის პირველ ნახევარში შეიქმნა მოლდავეთის სამთავრო, რომლის შემადგენლოპბაში შევიდა მდინარე პრუტის აღმოსავლეთთ მდებარე მიწებიც. ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში დასრულდა მოდლაველი ერის ჩამოყალიბება. XVI-XIX საუკუნეებში მოლდაველები ოსმალეთის იმპერიას ემორჩილებოდნენ, XIX საუკუნეში ბესარაბია დაიპყრო რუსეთის იმპერიამ. 1918 წელს ბესარაბია რუმინეთმა შეიერთა. 1924 წელს შეიქმნა მოლდოვეთის ასსრ. 1940 წელს ბესარაბია დაიკავა საბჭოთა კავშირმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Matthew H. Ciscel (2007) The Language of the Moldovans: Romania, Russia, and Identity in an Ex-Soviet Republic", ISBN 0-7391-1443-3 - About the identity of the contemporary Moldovans in the context of debates about the their language.
  • King, C. (2000) The Moldovans: Romania, Russia and the Politics of Culture, Hoover Institution Press, ISBN 0-8179-9792-X.