სიმფეროპოლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სიმფეროპოლი
Сімферополь
Симферополь. Пешеходная зона..JPG
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ავტონომიური რესპუბლიკა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა
კოორდინატები 44°57′07″ ჩ. გ. 34°06′08″ ა. გ. / 44.95194° ჩ. გ. 34.10222° ა. გ. / 44.95194; 34.10222
ქალაქის მერი ვიქტორ აგეევი (რეგიონების პარტია)
ფართობი 107 კმ²
სიმაღლე 350
მოსახლეობა 362 366 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 3 183,1 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი +380 652
საფოსტო ინდექსი 95000—95490
ოფიციალური საიტი ბმული

სიმფეროპოლი მდებარეობა უკრაინა

Red pog.svg

სიმფეროპოლი (უკრ. Сімферополь) — ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. იგი ყირიმის ნახევარკუნძულის უმნიშვნელოვანესი ქალაქია ეკონომიკური, პოლიტიკური და სატრანსპორტო თვალსაზრისით. 2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 362 366 კაცს, მათ შორის 66.7%–ს შეადგენენ რუსები, 21.3% – უკრაინელები, 7% – ყირიმელ-თურქები, 1.1% – ბელარუსები, 0.2% – პოლონელები და 0.1% –მოლდაველები.

არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება, რომ ქალაქი არსებობდა სკვითების პერიოდში და მას სკვითურ ნეაპოლს უწოდებდნენ. სიმფეროპოლი არის ყირიმელი თათრების მშობლიური ქალაქი. ისინი მას Aqmescit-ს წოდებენ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის სახანო გააუქა, სიმფეროპოლს დღევანდელი სახელი დაერქვა.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება]

სიმფეროპოლი მდებარეობს ყირიმის სამხრეთ ცენტრალურ ნაწილში. ქალაქი გაშენებულია მდინარე სალჰირზე და მდებარეობს სიმფეროპოლის წყალსაცავთან, რომელიც ქალაქს სასმელ წყალს აწვდის.

ქალაქის კლიმატი მშრალი და თბილია, რბილი ზამთრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0.4 °C (32.7 °F), ხოლო ივლისის – 23.2 °C (73.8 °F). საშუალო ნალექი 509 მილიმეტრი ყოველწლიურად. ქალაქში ყოველწლიურად მზე ანათებს 2,469 საათის განმავლობაში.

წლიური ამინდი — სიმფეროპოლი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 4 (39) 4 (39) 8 (46) 16 (61) 21 (70) 25 (77) 28 (82) 27 (81) 22 (72) 17 (63) 10 (50) 6 (43) 17 (63)
საშუალო დაბალი °C (°F) -3 (27) -3 (27) -1 (30) 5 (41) 10 (50) 14 (57) 16 (61) 15 (59) 11 (52) 7 (45) 6 (43) -1 (30) 6 (43)
ნალექი მმ (დუიმი) 42 (1.7) 33 (1.3) 37 (1.5) 33 (1.3) 44 (1.7) 53 (2.1) 55 (2.2) 42 (1.7) 37 (1.5) 32 (1.3) 44 (1.7) 54 (2.1) 506 (19.9)
წყარო: Pogoda.ru.net[1] 2008-05-13

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Climate of Simferopol (Russian). pogoda.ru.net. წაკითხვის თარიღი: 2008-05-13.
  2. Twinning. City of Heidelberg. წაკითხვის თარიღი: 2009-11-12.