ბელგიის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელგიის გერბი
დეტალები
მატარებელი ბელგია
დამტკიცდა 1837 წლის 17 მარტს
ფარი შავი ფარი უკანა თათებზე შემდგარი წითელბრჭყალებიანი ოქროს ლომის გამოსახულებით.
ფარმჭერები ორი ლომი, რომელთაც თათებით უჭირავთ შავი ფარი
დევიზი ”ერთობა გვაძლევს ძალას”
ორდენები ლეოპოლდ I-ის ორდენი

ბელგიის გერბი — თანამედროვე სახით ბელგიის გერბი დამტკიცდა მეფის დეკრეტით 1837 წლის 17 მარტს. დეკრეტში აღწერილი იყო დიდი და მცირე გერბების ფორმა.

დიდი გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავ ფარზე გამოსახულია ოქროს ლომი წითელი ბრჭყალებით და წითელი გამოყოფილი ენით (ე. წ. ბელგიური ლომი). ფარის თავზე განლაგებულია გახსნილი პირის მქონე ოქროს ჩაფხუტი. ჩაფხუტის თავზე მოთავსებულია დიდი ჰერცოგის გვირგვინი. ფარს უკან განლაგებულია სკიპტრები - ერთი მათგანს წარმოადგენს ხელი, რომელის სამართალს განასახიერებს, ხოლო მეორე წარმოადგენს ლომის გამოსახულებას - სიძლიერის სიმბოლოს. ჩაფხუტს გარს აკრავს ლეოპოლდ I-ის ორდენის ოქროს ძეწკვი. ფარისმტვირთველ ლომებს უკავიათ აგრეთვე მოოქროვილ ხის ტარზე წამოცმული ბელგიური დროშები. ქვემოთ განთავსებულია წითელი ლენტი, რომელზეც ოქროს ასოებით არის ამოკვეთილი ბელგიელი ხალხის დევიზი: ”ერთობა გვაძლევს ძალას” („L’UNION FAIT LA FORCE“ ფრანგულად ან „EENDRACHT MAAKT MACHT“ ჰოლანდიურად). მთელი ეს კომპოზიცია მოთავსებულია ოქროსფერფოჩებიან წითელ მანტიაზე, რომელსაც თავზე ადგას დიდი ჰერცოგის გვირგვინი. მანტიის თავზე აღმართულია 1837 წლის მდგომარეობით არსებული ბელგიის პროვინციების დროშები გერბებით. მიუხედავად იმისა, რომ პროვინციების რაოდენობა დროთა განმავლობაში იცვლებოდა, გერბზე ამ ფაქტმა ასახვა ვერ ჰპოვა.

დიდი გერბი გამოიყენება იშვიათად. ის ამშვენებს მხოლოდ იურიდიულ კანონთა და საერთაშორისო ხელშეკრულებათა ბეჭდებს.

მცირე გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე გერბი გამოიყენება ხშირად ბელგიის ხელისუფლების მიერ. ის შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

  • შავი ფარი ლომის გამოსახულებით
  • ურთიერთგადაჯვარედინებული სკიპტრები
  • დევიზი
  • გვირგვინი
  • ლეოპოლდ I-ის ორდენი

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]