უდე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
უდე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი უდე
დაარსდა ქვის ხანა
ადრეული სახელები უდიველი
ზღვის დონიდან 1220
მოსახლეობა 4007 კაცი (2010)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები 99%[1]
სატელეფონო კოდი +995 366[2]
საფოსტო ინდექსი 0300[3]

უდესოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: უდე, ზაზალო).[4] მდებარეობს ახალციხის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1220 მ სიმაღლეზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 14 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კილომეტრით.

სოფელი უდე ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება]

თავდაპირველად დასახლება მდებარეობდა ამჟამინდელი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზეგანზე, ე.წ. „უდივლებზე“, თურქეთის საზღვრის პირას. „უდის ველი“ უძველესი ნასოფლარია, აქ არის გორსამარხები (ყორღანები), რომელიც შეიძლება მეოთხე ათასწლეულითაც დათარიღდეს. ისინი გარეგნულად ჰგავს მტკვრის ზემო წელში ნაპოვნ კამერიან ყორღანებს.

მოსახლეობის ჩამოსახლება დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე მოხდა სასმელი წყლის, ეკონომიკური და გეოგრაფიული პირობების გამო. თანამედროვე სოფელი უდე ხევ-ღელეებით, გორაკ-ბორცვებით და გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული, რის გამოც სახელს „უდის ველი“ სიტყვა „ველი“ ჩამოშორდა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

სოფელ უდესა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ძეგლია შემორჩენილი:

  • XIV-XVI საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია
  • 1904-1912 წლების ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
  • შუა საუკუნეების პერიოდის რვა ეკლესიის ნანგრევები, მათ შორის „შუშან ქალის“, „წყისისა“ და „ხვანის“ ნაეკლესიარები
  • უდეს კათოლიკური ეკლესია
  • ბუზმარეთის ორი ეკლესია (აღდგენილია 1999 და 2007 წელს)
  • ხანდაკის შუა საუკუნეების ციხე-კოშკი

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმში ინახება უდის განძი, რომელიც ჩვენს წ-მდე XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.

სქოლიო[რედაქტირება]


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უდე&oldid=2433692“-დან