აბაზასძენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაზასძენი, აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო. წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX-X საუკუნეების შიდა ქართლის ერისთავების - ტბელების - ფეოდალური სახლთან.

ვარაუდობენ, რომ აბაზასძენთა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის X საუკუნის წარწერაში მოხსენიებული ტბელი აბაზაჲ. XI საუკუნის I ნახევარში აბაზასძენთ ეპყრათ ქართლის ერისთავობა. "გიორგი მთაწმინდლის ცხოვრების" მიხედვით, აბაზასძენი იყვნენ "ძლიერნი ახოანნი სიმდიდრესა ზედა, მკლავისა თჳსისასა, მოქადულნი და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზუავებულნი".

XI საუკუნის შუა წლებში აბაზასძენი ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ფეოდალთა პირველ რიგებში იყვნენ. მათი განდგომა მარცხითა და ერისთავობის დაკარგვით დამთავრდა. ამის შემდეგ აბაზასძენი დაკნინდნენ და ისტორიულ წყაროებში იშვიათად იხსენიებიან. 1405 დოკუმენტის ცნობით, აბაზასძენთა ერთი შტოსათვის მეფეს კახეთში აბულეთისძეთა მამული უბოძებია. XV-XVIII საუკუნეებში აბაზასძენი ზემო ქართლის სამეფო აზნაურები იყვნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება]

  • გიორგი მცირე, ცხოვრებაჲ გიორგი მთაწმინდელისაჲ, წგნ.; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგნ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967;
  • მატიანე ქართლისა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლორთქიფანიძე მ., "საქართველო XI-XII საუკუნეებში, გვ. 52. თბილისი. გამომცემლობა "განათლება".
  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 1, გვ.11, თბ., 1975