28 ივნისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ივნისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
| 2012 | ||||||
28 ივნისი არის გრიგორიანული კალენდრის 179-ე დღე (ნაკიან წლებში – 180-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 186 დღე.
სექციების სია |
[რედაქტირება] დღის მოვლენები
- 1098 - პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა - ჯვაროსნებმა კერბოღა დაამარცხეს მოსულში.
- 1243 - ინოკენტი IV რომის პაპი გახდა.
- 1389 - ოსმალებმა სერბები დაამრცხეს კოსოვოსთან, რამაც ოსმალებს გზა გაუხსნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დასაპყრობად.
- 1519 : კარლ V საღვთო რომის იმპერატორი გახდა.
- 1635 : გვადალუპე საფრანგეთის კოლონია გახდა.
- 1651 : ბერესტეცკოს ბრძოლა დაიწყო პოლონელებსა და უკრაინელებს შორის.
- 1838 : დედოფალი ვიქტორიას კურთხევა.
- 1881 : ავსტრია და სერბია საიდუმლო ხელშეკრულებას დებენ.
- 1895 : სალვადორი, ჰონდურასი და ნიკარაგუა ცენტრალური ამერიკის კავშირს ქმნიან.
- 1914 : სარაევოში სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპემ მოკლა ავსტრიის იმპერიის უფლისწული ფრანც ფერდინანდი და მისი ცოლი ზოფია, რაც პირველი მსოფლიო ომის გამომწვევი საბაბი გახდა.
- 1919 : ვერსალის ხელშეკრულება დაიდო, რითაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი გერმანიასთან.
- 1927 : დაარსდა ესპანური ავიაკომპანია იბერია.
- 1940 : რუმინეთი უთმობს ბესარაბიას (დღევ. მოლდოვა საბჭოთა კავშირს.
- 1950 : ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა სეული დაიპყრეს.
- 1960 : კუბამ კონფისკაცია მოახდინა კუნძულზე მდებარე აშშ-ის ნავთობსარეწი საწარმოების.
- 1967 : ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმს იპყრობს.
- 1969 : სტოუნუოლის ჯანყი დაიწყო ქალაქ ნიუ-იორკში.
- 1992 : ესტონეთის კონსტიტუცია შევიდა ძალაში.
- 1996 : უკრაინის კონსტიტუცია შევიდა ძალაში.
- 1997 : მაიკ ტაისონს მატჩის ხელმეორედ თამასისთვის დისკვალიფიკაცია მიენიჭა ოპონენტის ევანდერ ჰოლიფილდისთვის ყურის მოჭმის გამო.
- 2004 : კოალიციურმა დროებითმა ხელმძღვანელობამ მმართველობა ერაყის დროებით მთავრობას გადასცა, რითაც დასრულდა ქვეყანაში აშშ-ის მმართველობა.
- 2004 : ესტონეთი, ლიტვა და სლოვენია ევროპის გაცვლითი კურსის მექანიზმს უერთდებიან.
- 2005 : კანადაში ლეგალიზებულ იქნა ერთი სქესის წყვილთა ქორწინება.
- 2006 : მონტენეგრო გაეროს 192-ე წევრი გახდა გაეროს გენერალური ასამბლეის 60/264 რეზოლუციით.
- 2009 : ჰონდურასის პრეზიდენტი მანუელ სელაია ჩამოაგდო ხუნტამ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარების გარშემო შექმნილი უთანხმოების ფონზე.
[რედაქტირება] ამ დღეს დაბადებულნი
- 1577 : რუბენსი, პეტერ პაულ - ფლამანდელი მხატვარი
- 1712 : რუსო, ჟან-ჟაკ – შვეიცარიელი ფილოსოფოსი (გ.1778)
- 1921 : რაო, ნარასიმჰა – ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1991-1996 (გ.2004)
- 1940 : იუნუსი, მუჰამედ - ბანგლადეშელი ბანკირი და ეკონომისტი.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 548: ნეტარი თეოდორა - ბიზანტიის დედოფალი, იუსტინიანე I-ის მეუღლე.
- 1836 : ჯეიმზ მედისონი – აშშ-ის მე-4 პრეზიდენტი (დ.1751)
- 1941 : ანდრია ბენაშვილი - ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე
- 1943 : ჰეკი, ფილიპ - გერმანელი იურისტი
- 1982 : ასათიანი, გურამ - ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი
- 1982 : ბენაშვილი, დიმიტრი - ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე
- 2010 : ლიტვის პირველი პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალგირდას ბრაზაუსკასი გარდაიცვალა 77 წლის ასაკში.
[რედაქტირება] დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- ამოს წინასწარმეტყველი
- სტეფანე მოციქული
- დულა კილიკიელი
- წმინდა მოწამენი: ვიტე, მოდესტო და კრისკენტია მზრდელი
- ორტისი ტაბენისიოტელი
- დულა მეგვიპტელი
- იერონიმე სტრიდონელი
- ნეტარი აგვუსტინე
- აღმოყვანება ნაწილთა თეოდორე სიკიელისა, ანასტასიოპოლელ ეპისკოპოსისა
- ლაზარე სერბი
- წმინდა ეფრემი
- იონა საკვირველთმოქმედი
- წმინდა მიხეილი
- გრიგოლ და კასიანე
[რედაქტირება] სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის