ოთხი კვარტეტი
„ოთხი კვარტეტი“ (ინგლ. Four Quartets) — ბრიტანელი პოეტის, მწერლის, დრამატურგის და კრიტიკოსის ტომას სტერნზ ელიოტის ოთხი ლექსის კრებული. „ოთხ კვარტეტს“ მრავალი თანამედროვე ინტელექტუალი თუ კულტურის მოღვაწე განიხილავს, როგორც XX საუკუნის ყველაზე ფილოსოფიურ ნაშრომს.
„ოთხ კვარტეტში“ განხილულია ისეთ უკიდურესობათა ურთიერთკავშირი, როგორც სიცოცხლე დროში და კონტინუუმში; მონობა და თავისუფლება; მწუხარება და ბედნიერება; დროებითობა და მარადისობა და ა. შ.
მიუხედავად ელიოტის ტრადიციული ქრისტიანული მსოფლმხედველობისა, „ოთხი კვარტეტის“ ინსპირაციაზე მნიშვნელოვნად იმოქმედეს ძველინდურმა მოძღვრებებმა. მრავლისმომცველი ვედური მოძღვრება აღმოსავლურ ფილოსოფიაში ყველაზე უფრო ფართედ და თვალსაჩინოდ განიხილავს მრავალ ფილოსოფიურ პრობლემას და მათ ურთიერთშეფარდებას.
|
|
„ოთხი კვარტეტის“ პირველი ოთხი სტრიქონი წარმოაჩენს ელიოტისეულ დროის გაგებას, მის სულიერ მნიშვნელობას და რთულ ფილოსოფიურ ბუნებას, რომელსაც პოეტი განსჭვრეტს სტრიქონში: „...დრო მარად აწმყოა“. ამ ფრაზაში მოიაზრება დროის როგორც ფარდობითი, ისე აბსოლუტური თვისებები; მასში ერთიანდება განსხვავებული ფორმები — წარსული, რომელიც მარად გვშორდება, მომავალი, რომელიც მარად იბადება, და აწმყო, რომელიც მარად ახლდება ცალკეულ მომენტებში. აერთიანებს რა დროს და მარადისობას, ელიოტი ყურადღებას ამახვილებს მათ ახლო ურთიერთკავშირზე. მაგრამ, აერთიანებს რა წარსულს, აწმყოს და მომავალს, ელიოტი გვიხატავს მარადიულ აწმყოს - ფართობით და აბსოლუტურ რეალობას.
„ოთხ კვარტეტში“ გამოთქმულია უკვდავების შესაძლებლობა — დროის მარადისობასთან ლოგიკური გაერთიანება. თუ ევროპული აკადემიური მოაზროვნისთვის უკვდავება ტრანსცენდენტური მოვლენაა, ან მხოლოდ პოეტური მეტაფორა — შთამაგონებელი, თუმც არარეალური — ელიოტის შემოქმედებაში ის უბრალო მეტაფორაზე გაცილებით დიდ მნიშვნელობას იძენს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Four Quartets Online დაარქივებული 2009-02-25 საიტზე Wayback Machine.
- ტ. ს. ელიოტის აუდიო ჩანაწერი დაარქივებული 2009-05-26 საიტზე Wayback Machine.