შინაარსზე გადასვლა

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
ინგლ. Francis Scott Key Fitzgerald
დაბადების თარიღი 24 სექტემბერი, 1896(1896-09-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი სენტ-პოლი, მინესოტა, აშშ[1] [14] [15]
გარდაცვალების თარიღი 21 დეკემბერი, 1940(1940-12-21)[1] [14] [3] [4] [5] [6] [8] [9] [10] [11] [12] [13] (44 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰოლივუდი[14] [1]
დასაფლავებულია წმინდა მარიამის კათოლიკური სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[1] [13] [2] , რომანისტი, ნოველისტი, სცენარისტი და დრამატურგი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ[16]
ალმა-მატერი სენტ-პოლის აკადემია[17] , ნარდინის აკადემია და პრინსტონის უნივერსიტეტი[1]
Magnum opus დიდი გეტსბი და ნაზია ღამე
ჯილდოები ნიუ-ჯერსის დიდების დარბაზი[18] და Q137542106?[19]
მეუღლე ზელდა ფიცჯერალდი
შვილ(ებ)ი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
ნათესავ(ებ)ი ფრენსის სკოტ კი
ხელმოწერა

ფრენსის სკოტ კი ფიცჯერალდი (ინგლ. Francis Scott Key Fitzgerald; დ. 24 სექტემბერი, 1896, მინესოტა — გ. 21 დეკემბერი, 1940, ჰოლივუდი) — ამერიკელი მწერალი. მის შემოქმედებას ეკუთვნის რომანები და მოკლე მოთხრობები. მისი ნამუშევრები მიეკუთვნება „ჯაზის ეპოქას“, ტერმინს, რომელიც მან თვითონ გამოიგონა. ის ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად. ფიცჯერლადი ითვლება 1920-იანი წლების „დაკარგული თაობის“ წევრად. მან დაასრულა ოთხი რომანი: „სამოთხის ამ მხარეს“, „ლამაზი და დაწყევლილი“, „ნაზია ღამე“ და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „დიდი გეტსბი“. მე-5, დაუსრულებელი რომანი, „ბოლო ტაიკუნის სიყვარული“, გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ. ფიცჯერალდს ასევე დაწერილი აქვს ბევრი მოკლე მოთხრობა.

ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიცჯერალდი სენტ-პოლში, მინესოტაში, საშუალო ფენის ირლანდიურ-კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. ფიცჯერალდს სახელი მისი ცნობილი ბიძაშვილის, ფრენსის სკოტ კეის პატივსაცემად დაარქვეს. ასევე მისი დის, ლუის სკოტის პატივსაცემადაც, რომელიც მის დაბადებამდე გარდაიცვალა. 1898–1901 წლები მან სირაკუსში გაატარა, ხოლო 1903–1908 წლები ბაფალოში, ნიუ იორკში, სადაც იგი ნარდინის აკადემიაში სწავლობდა. როდესაც მისი მამა „პროქტერ ენდ გემბელიდან“ გამოაგდეს, ოჯახი მინესოტაში დაბრუნდა, სადაც ფიცჯერალდი სენტ-პოლის აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც იგი 1908–1911 წლებში სწავლობდა. მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები - დეტექტიური მოთხრობა - სკოლის გაზეთში გამოქვეყნდა, როდესაც 12 წლის იყო. როდესაც 16-ის იყო, სკოტი სენტ-პოლის აკადემიიდან გამოაგდეს ცუდად სწავლის გამო. მან ნიუმანის მოსამზადებელ სკოლაში ჩააბარა ჰაკენსაკში, ნიუ-ჯერსიში. 1911–1912 წლებში მან პრინსტონის უნივერსიტეტში ჩააბარა 1917-იანების კლასში. იგი იქ მომავალ კრიტიკოსსა და მწერალ ედმუნდ უილსონსა (1916-იანების კლასი) და ჯონ პილ ბიშოპს (1917-იანების კლასი) დაუმეგობრდა და პრინსტონის თეატრის კლუბისთვის დაიწყო წერა. ამან ხელი შუწყო მის მიღებას ჩარლზ სკრიბნერის საგამომცემლო სახლში, სადაც ფიცჯერალდი რედაქტორს მოეწონა, მაგრამ წიგნის გამოშვებაზე უარი უთხრა. ცუდმა მოსწავლე ფიცჯერალდმა დატოვა პრინსტონი და ამერიკის ჯარს შეუერთდა პირველი მსოფლიო ომისთვის. ფიცჯერალდის აყვანიდან მალევე ომი დასრულდა.

  • 1920 — სამოთხის ამ მხარეს
  • 1922 — სასტუმრო რიცისოდენა ალმასი
  • 1925 — დიდი გეტსბი
  • 1934 — ნაზია ღამე
  • 1941 — უკანასკნელი მაგნატის სიყვარული (დაუსრულებელი)
  • 1922 — ბენჟამინ ბატონის უცნაური ამბავი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962.
  2. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118533592 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 1 2 SNAC — 2010.
  5. 1 2 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. Find a Grave — 1996.
  8. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  9. 1 2 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. 1 2 GeneaStar
  11. 1 2 Babelio — 2007.
  12. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  13. 1 2 3 abART
  14. 1 2 3 Фицджеральд Фрэнсис Скотт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. http://www.nytimes.com/books/00/12/24/specials/fitzgerald-obit.html
  16. https://www.nytimes.com/books/00/12/24/specials/fitzgerald-timely.html
  17. http://www.nytimes.com/2016/05/01/travel/f-scott-fitzgerald-st-paul.html
  18. https://njhalloffame.org/hall-of-famers/2009-inductees/f-scott-fitzgerald/
  19. https://laurencebiava.fr/prix-litteraires/prix-rive-gauche-a-paris/