ოქსფორდის უნივერსიტეტი
| ოქსფორდის უნივერსიტეტი | |
|---|---|
| ინგლ. University of Oxford | |
| ლათ. Universitas Oxoniensis | |
|
| |
|
ოქსფორდის უნივერსიტეტის პანორამული ხედი. | |
|
| |
| დევიზი | Dominus Illuminatio Mea – უფალი ჩემი სინათლეა |
| დაფუძნდა | დაახ. 1096[1] |
| ტიპი | საჯარო |
| სტუდენტი | 19 791[2] |
| მისამართი | University of Oxford, University Offices, Wellington Square, Oxford, Oxfordshire, OX1 2JD |
| მდებარეობა | ოქსფორდი და ოქსფორდშირი |
| ქალაქი | ოქსფორდი |
| ქვეყანა | ინგლისი |
| ტელეფონი | +44-1865-270000 და +44-1865270000 |
| ფერები | ოქსფორდის ლურჯი[3] |
| კავშირები | რასელის ჯგუფი, ORCID[4] [5] , Jisc[6] , IIIF კონსორციუმი[7] , კვლევითი უნივერსიტეტების საერთაშორისო ალიანსი, ციფრული მონაცემების შენარჩუნების კოალიცია[8] , World Wide Web კონსორციუმი[9] [9] , შიბოლეთის კონსორციუმი[10] , Orbital Reef საუნივერსიტეტო მრჩეველთა საბჭო[11] , arXiv[12] , ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგა, ELIXIR UK და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების კავშირი[13] |
| აფილაცია | კვლევითი უნივერსიტეტების საერთაშორისო ალიანსი |
|
| |
![]() | |
| ox.ac.uk | |
ოქსფორდის უნივერსიტეტი (ინგლ. University of Oxford) — ბრიტანული საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი ქალაქ ოქსფორდში, ინგლისი. მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი, ხოლო ინგლისურენოვანი სამყაროსა და ბრიტანეთის — უძველესი, უნივერსიტეტი. გაერთიანებული სამეფოს პირველი, ყველაზე ელიტური და პრესტიჟული უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტში სწავლების შესახებ ცნობები 1096 წლით თარიღდება. ამ თარიღიდან გამომდინარე, ოქსფორდის უნივერსიტეტი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი, ხოლო ინგლისურენოვანი სამყაროსა და ბრიტანეთის — უძველესი, უნივერსიტეტია.[1][14][15] უნივერსიტეტი განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება 1167 წლიდან, მას შემდეგ, რაც ინგლისის მეფე ჰენრი II-ემ ინგლისელებს აუკრძალა პარიზის უნივერსიტეტში სწავლა.[1]1209 წელს პროფესორ-მასწავლებელთა და ადგილობრივ მოქალაქეთა შორის კონფლიქტის შედეგად უნივერსიტეტის წევრთა ნაწილი ოქსფორდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ კემბრიჯში გაიხიზნენ, სადაც მათ კემბრიჯის უნივერსიტეტი დააფუძნეს; ამ ორ უნივერსიტეტს ურთიერთობის დიდი ისტორია აქვთ და გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად ითვლებიან, რის გამოც ორივეს ხშირად ოქსბრიჯის სახელით მოიხსენიებენ.[16][17]
ოქსფორდის უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის 43 კოლეჯი, მათ შორის: 36 ნაწილობრივ ავტონომიური კოლეჯი, 4 მუდმივი კერძო ჰოლი (PPH) და 3 საზოგადოება (კოლეჯი, რომელიც უნივერსიტეტის დეპარტამენტად მიიჩნევა, მაგრამ არ აქვს საკუთარი სამეფო ქარტია).[18][19] უნივერსიტეტში ასევე არსებობს აკადემიური დეპარტამენტების ფართო სპექტრი, რომლებიც ორგანიზებულია ოთხ ფაკულტეტად.[20] ყველა კოლეჯი არის უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი თვითმმართველი ერთეული, რომელიც თავად აკონტროლებენ საკუთარ წევრობას და აქვს საკუთარი შიდა სტრუქტურა და საქმიანობა. ყველა სტუდენტი არის რომელიმე კოლეჯის წევრი.[18] ოქსფორდს არ აქვს მთავარი კამპუსი, უნივერსიტეტის უამრავი შენობა და ინფრასტრუქტურა მიმოფანტულია ქალაქის ცენტრსა და მის ირგვლივ. საბაკალავრო სწავლება მოიცავს ლექციებს, მცირე ჯგუფურ პრაქტიკუმებს უნივერსიტეტის კოლეჯებსა და დარბაზებში, სემინარებს, ლაბორატორიულ სამუშაოებსა და სხვ. უფრო მაღალი საფეხურის სწავლება ძირითადად ცენტრალიზებული ფორმით იმართება.
ოქსფორდი მართავს ეშმოლის მუზეუმს, რომელიც არის მსოფლიოში უძველესი საუნივერსიტეტო მუზეუმი; ოქსფორდის საუნივერსიტეტო გამომცემლობას, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო გამომცემლობა და უდიდეს აკადემიურ ბიბლიოთეკურ სისტემას დიდ ბრიტანეთში.[21] 2024 წლის ფინანსური წლის მიწურულს, უნივერსიტეტის საერთო კონსოლიდირებული შემოსავალი შეადგენდა £ 3.05 მილიარდს, საიდანაც £ 778.9 მილიონი მოდიოდა კვლევითი გრანტებისა და კონტრაქტებიდან.[22] 2024 წელს ოქსფორდმა ეროვნულ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა ბაკალავრიატის განათლების მიმართულებით.
ოქსფორდის უნივერსიტეტს მრავალი მნიშვნელოვანი კურსდამთავრებული ყავს. მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს 31 პრემიერ-მინისტრი (უილიამ გლადსტონი, მარგარეტ ტეტჩერი, ტონი ბლერი, და სხვ.),[23] მრავალი სხვადასხვა ქვეყნისა და მთავრობის მეთაური (მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი, იორდანიის მეფე აბდულა II და სხვ.).[24] 2022 წლის ოქტომბრისთვის, უნივერსიტეტში სწავლობდა, მუშაობდა, ან სხვადასხვა დროს კავშირი ჰქონდა ნობელის პრემიის 73 ლაურეატს, ფილდსის მედლის 4 მფლობელსა და ტიურინგის ჯილდოს 6 მფლობელს. კურსდამთავრებულებმა ასევე მოიპოვეს 160 ოლიმპიური მედალი.[25] ოქსფორდში სწავლობდნენ და ასწავლიდნენ სტივენ ჰოკინგი, ოსკარ უაილდი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი და სხვ.
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Introduction and History. University of Oxford. ციტირების თარიღი: 21 October 2014.
- ↑ https://www.unipage.net/ru/university_of_oxford
- ↑ The brand colour – Oxford blue. Ox.ac.uk. ციტირების თარიღი: 16 August 2013
- ↑ https://orcid.org/members/001G000001CAlw7IAD-university-of-oxford
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ https://www.jisc.ac.uk/membership
- ↑ http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
- ↑ https://www.dpconline.org/about/members
- ↑ 9.0 9.1 https://www.w3.org/Consortium/Member/List
- ↑ https://www.shibboleth.net/about-us/members/
- ↑ https://blueorigin-static-assets.s3.amazonaws.com/assets/orbital-reef-press-release.pdf
- ↑ Our Members / Tier 1
- ↑ https://www.ucu.org.uk/article/13538/UCU-branches-in-JNCHES-2024-25
- ↑ Sager, Peter (2005). Oxford and Cambridge: An Uncommon History, გვ. 36.
- ↑ The top 50 universities by reputation (3 November 2020). ციტირების თარიღი: 26 November 2020
- ↑ Early records. University of Cambridge (28 January 2013). ციტირების თარიღი: 10 October 2013
- ↑ Oxbridge. Oxford University Press (2005). ციტირების თარიღი: 20 January 2024
- ↑ 18.0 18.1 What is an Oxford college?. University of Oxford. ციტირების თარიღი: 31 October 2022
- ↑ Organisation | University of Oxford en. ციტატა: „The three societies – Kellogg College, Reuben College, and St Cross College – operate very much like the other colleges but are considered departments of the University rather than independent colleges because, unlike the others, they do not have a royal charter.“ ციტირების თარიღი: 2024-06-14
- ↑ Divisions and Departments en-GB. University of Oxford. ციტირების თარიღი: 26 November 2013
- ↑ Libraries. University of Oxford.
- ↑ Financial Statements 2023/24. University of Oxford. ციტირების თარიღი: 12 January 2025
- ↑ British Prime Ministers en. ციტირების თარიღი: 6 May 2025
- ↑ Famous Oxonians. University of Oxford (30 October 2007). ციტირების თარიღი: 13 June 2014
- ↑ Oxford at the Olympics. University of Oxford. ციტირების თარიღი: 26 August 2018
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Brock, Michael G., and Mark C. Curthoys, eds. The History of the University of Oxford Volumes 6 and 7: Nineteenth-Century (Oxford UP, 2000). vol 6 excerpt; vol 7 excerpt დაარქივებული 5 March 2017 საიტზე Wayback Machine.
- Brockliss, L.W.B. (2016) The University of Oxford. DOI:10.1093/acprof:oso/9780199243563.001.0001. ISBN 978-0-19-924356-3.
- Brooke, Christopher; Highfield, Roger (1988) Oxford and Cambridge. Cambridge University Press. ISBN 0521301394. heavily illustrated
- Catto, Jeremy (ed.), The History of the University of Oxford, (Oxford UP, 1994).
- Clark, Andrew (ed.), The colleges of Oxford: their history and traditions, Methuen & C. (London, 1891).
- Deslandes, Paul R. Oxbridge Men: British Masculinity & the Undergraduate Experience, 1850–1920 (2005), 344pp
- Goldman, Lawrence (2004). „Oxford and the Idea of a University in Nineteenth Century Britain“. Oxford Review of Education. 30 (4): 575–592. JSTOR 4127167.
- Harrison, Brian Howard, ed. The History of the University of Oxford: Vol 8 The twentieth century (Oxford UP 1994).
- Hibbert, Christopher, The Encyclopaedia of Oxford, Macmillan (Basingstoke, 1988).
- McConica, James. History of the University of Oxford. Vol. 3: The Collegiate University (1986), 775pp.
- Mallet, Charles Edward. A history of the University of Oxford: The mediæval university and the colleges founded in the Middle Ages (2 vol 1924)
- Midgley, Graham. University Life in Eighteenth-Century Oxford (1996) 192pp
- Simcock, Anthony V. The Ashmolean Museum and Oxford Science, 1683–1983 (Museum of the History of Science, 1984).
- Sutherland, Lucy Stuart, Leslie G. Mitchell, and T. H. Aston, eds. The history of the University of Oxford (Clarendon, 1984).
პოპულარული კვლევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Annan, Noel, The Dons: Mentors, Eccentrics and Geniuses HarperCollins (London, 1999)
- Batson, Judy G., Oxford in Fiction, Garland (New York, 1989).
- Betjeman, John, An Oxford University Chest, Miles (London, 1938).
- Casson, Hugh, Hugh Casson's Oxford, Phaidon (London, 1988).
- Dougill, John, Oxford in English Literature, (U of Michigan Press, 1998).
- Feiler, Bruce, Looking for Class: Days and Nights at Oxford and Cambridge, (2004).
- Fraser, Antonia (ed.), Oxford and Oxfordshire in Verse, Penguin (London, 1983).
- R.W. Johnson, Look Back in Laughter: Oxford's Golden Postwar Age, Threshold Press (2015).
- Kenny, Anthony & Kenny, Robert, Can Oxford be Improved?, Imprint Academic (Exeter, 2007)
- Knight, William (ed.), The Glamour of Oxford, (Blackwell, 1911).
- Miles, Jebb, The Colleges of Oxford, Constable (London, 1992).
- Morris, Jan, The Oxford Book of Oxford, (Oxford UP 2002).
- Pursglove, G. and A. Ricketts (eds.), Oxford in Verse, Perpetua (Oxford, 1999).
- Seccombe, Thomas and H. Scott (eds.), In Praise of Oxford (2 vols.), Constable (London, 1912). v.1
- Snow, Peter, Oxford Observed, John Murray (London, 1991).
გიდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tames, Richard, A Traveller's History of Oxford, Interlink (New York, 2002).
- Tyack, Geoffrey, Oxford: An Architectural Guide, Oxford University Press (Oxford, 1998).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- 'The University of Oxford', A History of the County of Oxford: Volume 3: The University of Oxford (1954), pp. 1–38 დაარქივებული 16 January 2014 საიტზე Wayback Machine.
- ოქსფორდის უნივერსიტეტი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive

