დრამატურგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დრამატურგია (ძვ. ბერძნ. δραματουργία - დრამატული ნაწარმოებების შექმნა ან დადგმა) — დრამის აგების თეორია, აგრეთვე ასეთი ნაწარმოების სიუჟეტის მსგავსი კონცეფცია.

დრამატურგიას აგრეთვე უწოდებენ ცალკე მწერლის, ქვეყნის თუ ერის ან ეპოქის დრამატული ნაწარმოებების ერთობლიობას,

დრამატურგიული ნაწარმოების ძირითადი ელემენქტების და დრამატურგიის პრინციპების გაგება ისტორიულად ცვალებადი მოვლენაა. დრამა განიმარტებოდა, როგორც მოქმედება, რომელიც მიმდინარეობს (და არა უკვე დასრულებულია) მოქმედი პირების ხასიათის და მდგომარეობის მიხედვით.

მოქმედება წარმოადგენს დროის გარკვეულ მონაკვეთში მიმდინარე ცვლილებას. დრამატურგიაში ასეთი ცვლილების ანალოგია ცვლილებები ბიოგრაფიაში, კომედიურ ჟანრში - მხიარული, ხოლო ტრაგედიაში - სევდიანი. დროის მონაკვეთი ან რამდენიმე საათს მოიცავს (როგორც ფრანგულ კლასიკურ დრამაში), ან მრავალ წელს (როგორც უილიამ შექსპირის შემოქმედებაში).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]