ნინოწმინდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ნინოწმინდა (ქალაქი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინოწმინდა (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ნინოწმინდა
ქალაქის ხედი
ქალაქის ხედი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°16′ ჩ. გ. 43°35′ ა. გ. / 41.267° ჩ. გ. 43.583° ა. გ. / 41.267; 43.583
ადრეული სახელები ბოგდანოვკა (1991 წლამდე)
ქალაქი 1983  წლიდან
მოსახლეობა 6.300 კაცი (2002)
დროის სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 361[1]
საფოსტო ინდექსი 3400[2]

GEO-SJ-NT.svg

Red pog.svg

ნინოწმინდა მდებარეობა სამცხე-ჯავახეთის მხარე

Red pog.png

ნინოწმინდა მდებარეობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

Red pog.png

ნინოწმინდაქალაქი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1991 წლამდე ბოგდანოვკა ერქვა. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1940 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1983 წელს. მოსახლეობა 6,3 ათასი (2002 წ.). ნინოწმინდა ახალციხიდან დაშორებულია 91 კმ-ით, თბილისიდან წალკის გავლით 161 კმ-ით, ხოლო ახალციხის გავლით 320 კმ-ით.

ბუნება[რედაქტირება]

ნინოწმინდაში მთიანეთის სტეპის ჰავაა. ზამთარი ცივი, მცირეთოვლიანია, ზაფხული — ხანგრძლივი და გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატუა — 10,6°C, აგვისტოს 13,1°C. ნალექები 733 მმ წელიწადში, მაქსიმალური ივნისში — 116 ბბ, მინიმალური დეკემბერში - 30 მმ. თოვლის საბურველის ხანგრძლივობა 100 დღე.

განათლება და ჯანდაცვა[რედაქტირება]

ქალაქში მოქმედებს ერთი კერძო საბავშვო ბაღი. ასევე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი. ქალაქში 4 საჯარო სკოლაა.

ქალაქში მოქმედებს ერთი პოლიკლინიკა.

კულტურა და სპორტი[რედაქტირება]

ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: ნინოწმინდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახელ, ნინოწმინდის სახალხო ტეატრი, საბრძოლო დიდების მუზეუმი და ხალხური ცეკვის ანსამბლი "ფარვანა".

ნინოწმინდაში ფუნქციონირებს სპორტული სკოლა. 2009 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის საფეხბურთო ნაკრებმა, რეგიონის მასშტაბით გამართულ საფეხბურთო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა. 2010 წელს ქ.თბილისში თავისუფალ ჭიდაობაში ცანავას სახელობის საერთაშორისო შეჯიბრში ნინოწმინდელმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

2009 წელს ნინოწმინდასა და პოლონეთის ქალაქ გოსტინს შორის გაფორმდა დეკლარაცია თანამშრომლობის შესახებ.

რელიგია[რედაქტირება]

ნინოწმინდაში მოქმედებს სუბ-სარქისის სახელობის ეკლესია, რომელიც აგებულია 1884 წელს. ეკლესია ექვემდებარება სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას.

ნინოწმინდაში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია. 2001 წლიდან ფუნქციონირებს ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი.

სქოლიო[რედაქტირება]