საქართველოს საპატრიარქო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია.
საქართველოს საპატრიარქო
დევიზი ႹႥႤႬႧႠႬ ႠႰႱ ႶႫႤႰႧႨ[1]
შეიქმნა 1995
სტატუსი სსიპ
ტიპი თეოკრატიული
მიზანი საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა
მდებარეობა ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ერეკლე II-ის მოედანი №1
ემსახურება რეგიონს საქართველო
ენა ქართული
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
www.patriarchate.ge

სრულიად საქართველოს საპატრიარქო — დაწესებულებათა ერთობლიობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებში, რომლებიც თავისი განყოფილებებითა და სამსახურებით ეხმარებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში. შესაბამისად, ექვემდებარებიან და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე. საპატრიარქო კოორდინაციას უწევს ეპარქიებში მოქმედ მსგავს დაწესებულებებს. საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი[2].

საპატრიარქოს გააჩნია თავისი გამომცემლობა, რადიო და ტელემაუწყებლობა. საპატრიარქო, პატრიარქის რეზიდენციასთან ერთად, მდებარეობს დედაქალაქ თბილისში, ერეკლე II-ის მოედანი № 1.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]