დილიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დილიფი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი გონდრიო
კოორდინატები 41°16′36″ ჩ. გ. 43°28′12″ ა. გ. / 41.27667° ჩ. გ. 43.47000° ა. გ. / 41.27667; 43.47000
ადრეული სახელები დლივი
ცენტრის სიმაღლე 1880
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1098[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
დილიფი — საქართველო
დილიფი
დილიფი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
დილიფი
დილიფი — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
დილიფი

დილიფი, დილითი (ყოფ. დლივი) — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გონდრიოს თემში. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ხანჩალის ტბის დასავლეთით. ზღვის დონიდან 1880 მეტრი. ნინოწმინდიდან 16 კმ. სოფელთან არის ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია. დილიფის მიდამოებში არის მძლავრი მინერალური წყაროები და პემზის დიდი მარაგი.[2] სოფელში არის საჯარო სკოლა.[3]

სოფლის ძველი ქართული სახელწოდებაა „დლივი“. ასეა იგი მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებასა“ და სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის (X– XI სს.) თხზულებაში „მსოფლიო ისტორია“.[4] X–XI საუკუნეებში იგი ქართველ მეფეთა ერთ-ერთი სადგომი იყო. 988 წელს, ბაგრატ III-ის თავდასხმის მოლოდინში, დლივში დაბანაკდა დავით III კურაპალატი. აქვე, პერიოდულად, სადგომი ჰქონდათ ცენტრალიზებული სამეფო ხელისუფლების მტრებს – კლდეკარის ერისთავებსბაღვაშებს. 1058 წელს დლივში შეიპყრეს ლიპარიტ ბაღვაში და მისი ძე ივანე.[2]

სოფლის მახლობლად შემორჩენილია ადრინდელი შუა საუკუნეების საყდრის ნანგრევები.[2]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი მოსახლეობა კაცი ქალი ეროვნება წყარო
2002 1528 757 771 სომხები [5]
2014 1098 553 545 სომხები (99,6 %) [1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2.0 2.1 2.2 ბერძენიშვილი დ., დილიფი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 432.
  3. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
  4. დლივი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 456.
  5. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.