დუხობორები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუხობორების სამლოცველო სოფელ გორელოვკაში

დუხობორები (რუს. Духоборы "სულისათვის მებრძოლნი"), უკიდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა 1750 წელს ვორონეჟის, ტამბოვის, ეკატერინოსლავის გუბერნიებში.

მოძღვრება[რედაქტირება]

დუხობორების აზრით, კაცობრიობის ისტორიაში მიმდინარეობს ბრძოლა სულიერსა (აბელის მიმდევრები) და ხორციელს (კაენის მიმდევრები) შორის. უკანასკნელს განეკუთვნებიან ხელისუფალნი. უსამართლო მსაჯულნი, მდიდრები. დუხობორებს საკუთარი თავი მიაჩნიათ ჭეშმარიტ და რჩეულ ხალხად, რომელმაც უნდა შექმნას ღვთის სამართლით გამსჭვალული ძმობა. ისინი არ იცავენ არავითარ წეს-ჩვეულებას, გარდა ქორწინებისა, და აქვთ სპეციალური ფსალმუნები, რომელთაც ასრულებენ საგანგებო კრებებზე. დუხობორებში ქალი პატივისცემით სარგებლობს და ოჯახისა და თემში მამაკაცთან თანასწორუფლებიანია. ქალს აქვს სრული თავისუფლება ქორწინებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.

ისტორია[რედაქტირება]

1804 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დუხობორებს მელიტოპოლის მაზრაში დასახლების უფლება მისცა, ხოლო 1841 წელს ისინი ამიერკავკასიაში, ახალქალაქის მაზრაში, გადაასახლეს. 1898-1900 წლებში დუხობორების ნაწილი გაასახლეს კანადაში, სადაც დღემდე არსებობს მათი თემები.

დუხობორები საქართველოში[რედაქტირება]

დუხობორები საქართველოში 1840-იან წლებში დასახლდნენ. დასახლებისთანავე მათ ააშენეს ობოლთა სახლი, საქართველოში ჩამოსახლებულმა დუხობორებმა შექმნეს კომუნები (უტოპიური სოციალიზმის საწყისებზე), მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, მევახშეობას. აქ ისინი ცალკე ეთნოგრაფიულ ერთეულად ჩამოყალიბდნენ განსხვავებული წეს-ჩვეულებებითა და ყოფით. თანდათანობით კლასობრივი დიფერენციაციის გაღრმავებას სექტის დაშლა და XIX საუკუნის დასასრულს მისი ერთი ნაწილის (მეტწილად ღარიბთა) ემიგრაცია მოჰყვა. 1895 წელს 2000-მდე დუხაბორმა ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა. მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დუხაბორები ამ ფაქტის გამო დასაჯა, სოფელში კაზაკთა პოლკი მიავლინა. ყველა მამაკაცი გაშოლტეს, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლეს. ამჟამად დაახლოებით 200 ოჯახი სოფელ გორელოვკაში ცხოვრობს, სადაც არის მათი ეთნოგრაფიული მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]