არჩილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| არჩილი | |
| ქართლის ერისთავი | |
| მმართ. დასაწყისი: | 738 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 762 |
| წინამორბედი: | მირი |
| მემკვიდრე: | ჯუანშერ II |
| დაბ. თარიღი: | |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | სტეფანოზ III |
არჩილ სტეფანოზის ძე, ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნეში, ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისი, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. არჩილს მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო ქრისტეს რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი არაბებისაგან, რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს.
წყარო [რედაქტირება]
- ლეონტი მროველი, წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი..., წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;
- ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, იქვე
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 1, გვ. 615, თბ., 1975
| წინამორბედი: მირი |
ქართლის ერისთავი 738 - 762 |
შემდეგი: ჯუანშერ II |
|
|||||||||||