სინაგოგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინაგოგა (ბერძნ.: συναγωγή, ტრანსლიტ. synagogē, „ყრილობა, თავშეყრა“; בית כנסת ბეით ქნესეთ, „თავშეყრის სახლი“; שול or בית תפילה ბეით თფილა, „ლოცვის სახლი“; אסנוגה, esnoga) — ებრაული სალოცავი ადგილი.

სინაგოგას, როგორც წესი, აქვს ერთი ვრცელი დარბაზი ლოცვებისთვის, მცირე ოთახები სასწავლებლად და ხშირად საზოგადოებრივი დარბაზი და ოფისები. ზოგიერთს ასევე ცალკე ოთახი აქვს თორას სასწავლოდ, რომელსაც ბეით მიდრაშ-ს უწოდებენ — בית מדרש (ბეით მიდრაშ, „სწავლის სახლი“).

სინაგოგები წმინდა ადგილი არ არის, ასევე სინაგოგა არ არის სავალდებულო სალოცავად. ებრაეული ლოცვები შეიძლება ჩატარდეს იქ, სადაც ათი ებრაელი შეიკრიბება. სინაგოგა არ არის ტაძარი და არ ცვლის ნამდვილ, დიდი ხნის წინ დანგრეულ წმინდა ტაძარს იერუსალიმში.

სინაგოგა წარმოიქმნა პალესტინაში (ძვ. წ. IV ს), ეგვიპტეში (ძვ. წ. III ს). იერუსალიმის ტაძრის დანგრევის (ახ. წ. 70 წ.) და დიასპორის (პალესტინის ფარგლებს გარეთ ებრაული კოლონიები) გაფართოების შემდეგ სინაგოგები არსდება ყველგან, სადაც კი ებრაელები ცხოვრობენ.

სინაგოგაში ასრულებენ ღვთისმსახურებას, კითხულობენ და კომენტარებს უკეთებენ ბიბლიასა და თალმუდს, მართავენ რიტუალურ ტრაპეზებს. შუა საუკუნეებში ვინც იუდეურ დოგმებს გადაუხვევდა, სინაგოგიდან განკვეთდნენ (მაგალითად: ურიელ აკოსტა, სპინოზა).

სინაგოგის არქიტექტურული კომპოზიცია და დეკორი ძირითადად მავრიტანულია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: