 |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იანეთი. |
| სოფელი
იანეთი
| დროშა |
გერბი |
 |
 |
|
იანეთი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 30 მეტრი, სამტრედიიდან 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2341 კაცი, მათ შორის რეპატრიანტი მესხები. სოფელში მოქმედებს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
იანეთში პირველი სკოლა 1900 წელს გაიხსნა, იგი ერთკლასიანი იყო და მდებარეობდა რკინიგზის ბაქანთან ახლოს. იგი ჯერ ორკლასიან, მოგვიანებით კი ოთხკლასიან სკოლად გადაკეთდა. იანეთში საშუალო სკოლა გაიხსნა 1936 წელს. 2007 წელს იანეთის №1 საჯარო სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით შემუერთდა იანეთის №2 საბაზო სკოლა. სკოლაში ასწავლის 37 მასწავლებელი, სწავლობს 278 მოსწავლე, აქედან 29 მოსწავლე რეპატრიანტი მესხია.
სოფელში არის ბაგა-ბაღი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში