ეფრაიმ გური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეფრაიმ გური, გურიელაშვილი (დ. 7 სექტემბერი, 1955, კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — ისრაელის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაამთავრა კულაშის საშუალო სკოლა. 1972 წელს მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, სადაც მიიღო უმაღლესი განათლება. 1983 წელს ასრულებდა ქ. აშდოდის მერი მოვალეობას. ორჯერ აირჩიეს ქნესეთის დეპუტატად (1988-1992 და 1992-1996 წწ.). ეფრაიმ გური ალიის (რეპატრიანტთა) პირველი წარმომადგენელი იყო ისრაელის პარლამენტში საბჭოთა კავშირიდან. საპარლამენტო მოღვაწეობის რვა წლის მანძილზე ეკავა ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, ასევე იყო ლიკუდის მთავრობაში კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე.

ეფრაიმ გურმა წვლილი შეიტანა ისრაელ-საქართველოს დაახლოებაში. სათავეში ედგა საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის საპარლამენტო ასოციაციას. იგი იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატია (1995 წ.).

ლიტერატურა[რედაქტირება]