დაფნარი
| სოფელი
დაფნარი
|
დაფნარი - სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, დაბლაგომის თემში.
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, რკინიგზის სადგური. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 677 კაცი.
სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელს ემსახურება დაბლაგომის საჯარო სკოლა.
სოფელი მოხსენიებულია გალაკტიონის ლექსში "გურიის მთებს".
[რედაქტირება] ისტორია
სოფლის მიდამოებში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას, ნაპოვნია ძვ. წ. V-II სს. ნასოფლარი და სამაროვანი. 1966-1973 წწ. გათხრების შედეგად (ხელმძრვანელი ნ. კიღურაძე) აღმოჩნდა ბუნებრივ და ხელოვნურ ტერასებზე აგებული ბათქაშით შელესილი წნული ოთკუთხა ფაცხები. საოჯახო სამაროვნები განლაგებულია ცალკეულ ბუდეებად, როგორც ჩანს, საკარმიდამო ნაკვეთებზე. სამარხებად გამოყენებულია ორმოებში ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად ჩადგმული საღვინე ქვევრები. გვხვდება როგორც მდიდრული, ისე ღარიბული სამარხები. არქეოლოგიური მასალა (თიხის ჭურჭელი, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაულები, მონეტები) მოწმობს ქონებრივ დიფერენციაციას სასოფლო თემის შიგნით. დაფნარი ანტიკური ხანის ქალაქ ვანის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო. მოსახლეობა მისდევდა მევენახეობა-მეღვინეობას და ცაბმული იყო სასაქონლო-ფულად ურთიერთობაში, რასაც ხელს უწყობდა მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ კომუნიკაციათა სიახლოვე.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კიღურაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 401, თბ., 1978 წელი.
[რედაქტირება] სქოლიო
|
|||||||||||||