რილის მონასტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რილის მონასტერი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

RilaMon2.jpg
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 42°08′00″ ჩ. გ. 23°20′25″ ა. გ. / 42.13333° ჩ. გ. 23.34028° ა. გ. / 42.13333; 23.34028
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 216
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 216
რუს.ინგლ.ფრ.

რილის მონასტერი (ბულგ. Рилски манастир) — უდიდესი და ყველაზე ცნობილი აღმოსავლეთ მართლმადიდებლური მონასტერი ბულგარეთში. მდებარეობს რილის მთების სამხრეთ-დასავლეთით, დედაქალაქ სოფიადან 117 კმ-ით სამხრეთით, მდინარე რილსკის ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 1 147 მეტრზე. მონასტერს სახელი ეწოდა მისი დამაარსებელი განდეგილის - ივან რილას პატივსაცემად (ახ. წ. 876 - 946).

მონასტერი X საუკუნეში დაარსდა და დღეს იგი მიიჩნევა ბულგარეთის უმნიშვნელოვანეს კულტურულ, ისტორიულ და არქიტექტურულ მონუმენტად, ამავე დროს, წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას მთელს სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. კომპლექსი გამოსახულია 1999 წელს გამოშვებულ ბულგარული ლევის 1 ნომინალიან ბანკნოტებზე.[1]

ისტორია[რედაქტირება]

დაასების დღიდან, მონასტერს მატერიალურად ეხმარებოდა და პატივს მიაგებდა ბულგარეთის თითქმის ყველა მმართველი. განსაკუთრებით დიდ შემოწირულობებს მონასტერი ბულგარეთის მეორე იმპერიის მმართველთაგან იღებდა, სანამ ქვეყანას ოსმალეთის იმპერია დაიპყრობდა. ამ დროს, რილის მონასტრერი ბულგარეთის ეროვნული თვითშეგნების კულტურული და სულიერი ცენტრი ხდება და განვითარების აპოგეას XII-XIV საუკუნეებში აღწევს. XV საუკუნის ბოლოს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ათონის მთაზე მდებარე როსიკონის მონასტრის დახმარებით, რილის მონასტერს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

უცხოური მმართველობის დროს, კომპლექსი ბულგარული ენისა და კულლტურის ნამდვილ საცავს წარმოადგენდა. ბულგარეთის ეროვნული აღორძინების დროს (XVIII-XIX საუკუნეები), 1833 წელს, მონასტერი ხანძარმა გაანადგურა, თუმცა 1834 - 1862 წლებში, მთელი ქვეყნის შეძლებული ადამიანების დახმარების წყალობით აღდგენილ იქნა. 1816 წელს დაიწყო სარეზიდენციო ნაგებობის მშენებლობა, 1844 წელს კი სამრეკლო კოშკი დაემატა.

სამონასტრო კომპლექსი, როგორც ბულგარული არქიტექტურის უმთავრესი შედევრი, 1976 წელს ეროვნულ ისტორიულ მონუმენტად გამოცხადდა, 1983 წელს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. 1991 წლიდან, იგი მთლიანად ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დაქვმდებარებაშია.

2002 წლის 25 მაისს, მონასტერს ბულგარეთის მოლოცვისას ეწვია რომის პაპი იოანე პავლე II.

არქიტექტურა[რედაქტირება]

მთლიან სამონასტრო კომპლექსს 8 800 მ² უჭირავს, და მართკუთხედის ფორმა გააჩნია. ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს შიდა ეზო, სადაც აღმართულია სამრეკლო და მთავარი ტაძარი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Bulgarian National Bank. Notes and Coins in Circulation: 1 lev. – Retrieved on 26 March 2009.