ნესებირი
|
ქალაქი
ნესებირი
Несебър
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 217 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ნესებირი (ბულგ. Несебър) — ანტიკური ქალაქი და მთავარი საკურორტო დასახლება შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ქალაქის ირგვლივ შექმნილია ნესებირის მუნიციპალიტეტი, ტერიტორია მიეკუთვნება ბურგასის ოლქს. ნესებირს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც შავი ზღვის მარგალიტს და ბულგარეთის დუბროვნიკს, ნესებირს გააჩნია მდიდარი ისტორია და იგი ევროპის ერთ-ერთ უძველეს დასახლებულ პუნქტად ითვლება.
ეს ტერიტორია არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილი და ნავსადგური შავი ზღვის ფარგლებში.
ქალაქის უძველესი ნაწილი მდებარეობს ნახევარკუნძულზე (ადრე კუნძულზე), ეს ტერიტორია ქალქს ვიწრო ბილიკით უკავშირდება, აქ აისახება მრავალი ცივალიზაციის კვალი. ნესებირში არსებული ისტორიული შენობების სიუხვის გამო, იუნესკომ იგი 1983 წელს მსოფლიო მემკვიდრეობების სიაში შეიყვანა.
2005 წლის აღწერის შედეგად ნესებირის მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენდა 10,194 კაცს, ქალაქის მერია ნიკოლაი ტრიფონოვი.