შიკლი (სიცილ. Scicli) — ქალაქი იტალიის კუნძულ სიცილიის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, რაგუზის პროვინციაში. ქალაქ რაგუზიდან დაშორებულია 25 კმ–ით, ხოლო პალერმოდან 308 კმ–ით. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 26 215 ადამიანს შეადგენს. მის სიახლოვეს მდებარე ვალ-დი-ნოტოს სხვა შვიდ ქალაქთან ერთად, 2002 წლიდან შიკილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
შიკილის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები სპილენძისა და ადრეული ბრინჯაოს ხანით თარიღდება (ძვ. წ. III ათასწლეული).
თანამედროვე ქალაქი ძვ. წ. 300 წელს სიცილიელებმა დააარსეს. შუა საუკუნეებში, ისევე როგორც მთლიანად სიცილია, შიკილიც არაბების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც მან განვითარების პიკს მიაღწია და მნიშვნელოვანი სასოფლო–სამეურნეო და სავაჭრო ცენტრი გახდა. 1091 წელს ქალაქი ნორმანებმა დაიპყრეს როჯერ I–ის მეთაურობით. ამ პერიოდს მოჰყვა სიცილიის ხვა მრავალი დინასტიების მმართველობა, მათ შორის არაგონულ–ესპანური, სანამ XIX საუკუნის შუა წლებში სიცილია იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდოდა.
1693 წლის კატასტროფულმა მიწისძვრამ შიკილი თითქმის მთლიანად დაანგრია, რის შემდეგაც სხვა სიცილიური ქალაქების მსგავსად ის სიცილიური ბაროკოს სტილში აღადგინეს, რაც დღეს უამრავ ტურისტს იზიდავს.
|
|
|
ვალკამონიკის ხეობის კლდის ნახატები · სანტა-მარია-დელლა-გრაციეს ტაძარი · რომის ისტორიული ცენტრი და ვატიკანი, სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა · ფლორენციის ისტორიული ცენტრი · პიაცა-დეი-მირაკოლი · ვენეცია და ვენეციის ლაგუნა · სან-ჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი · მატერა · ვიჩენცა და ანდრეა პალადიოს ვილები · კრესპი-დ’ადა · რენესანსის ეპოქის ქალაქი ფერარა და მდინარე პოს დელტა · ნეაპოლის ისტორიული ცენტრი · სიენას ისტორიული ცენტრი · კასტელ-დელ-მონტეს ციხესიმაგრე · რავენის ღირსშესანიშნაობები ( გალა პლაციდიას მავზოლეუმი, მართლმადიდებლური სანათლავი, არიანული სანათლავი, სანტ-აპოლინარე-ნუოვოს ეკლესია, სანტ-აპოლინარე-ინ-კლასეს ეკლესია, სან-ვიტალეს ეკლესია, თეოდორიხის მავზოლეუმი, საარქიეპისკოპოსო კაპელა) · პიენცას ისტორიული ცენტრი · ტრულოები ქალაქ ალბერობელოში · კაზერტის სამეფო სასახლე, ვანვიტელის აკვედუკი და სან-ლეუჩიო · აგრიჯენტო · პომპეის არქეოლოგიური ზონა, ჰერკულანუმი და ტორე-ანუნციატა · პადუის ბოტანიკური ბაღი · მოდენის საკათედრო ტაძარი, ტორე-ჩივიკას კოშკი და პიაცა-გრანდეს მოედანი ქალაქ მოდენაში · ამალფის სანაპირო · ქალაქი პორტოვენერე, ჩინკვე-ტერეს კულტურული ლანდშაფტი, კუნძული პალმარია, ტინო და ტინეტო · სავოიის მონარქების რეზიდენციები · სუ-ნურაკსი-დი-ბარუმინი · ვილა-დელ-კაზალე · აკვილია · ჩილენტოსა და ვალო-დი-დიანოს ეროვნული პარკი, პესტუმისა და ელეიას არქეოლოგიური ძეგლები, ჩერტოზა-დი-პადულას მონასტერი · ურბინოს ისტორიული ცენტრი · ვილა-ადრიანა · სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა · ვერონა · ლიპარი · ვილა-დ’ესტე · კალტაჯირონე, მილიტელო-ინ-ვალ-დი-კატანია, კატანია, მოდიკა, ნოტო, პალაცოლო-აკრეიდე, რაგუზა და შიკლი · წმინდა მთა · ბანდიტაჩიის ნეკროპოლისი · ვალ-დ’ორჩა · სირაკუზა და პანტალიკას ნეკროპოლისი · სტრადე-ნუოვეს ქუჩა დასასახლებების კომპლექსი პალაცი-დეი-როლი · რეტის რკინიგზა · მანტუა და საბიონეტა · დოლომიტის ალპები · მონტე-სან-ჯორჯიო · ლანგობარდების ნამოსახლარები · ალპების პრეისტორიული ნამოსახლარები
|



|
|