კრესპი-დ’ადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრესპი-დ'ადა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 45°35′48″ ჩ. გ. 9°32′10″ ა. გ. / 45.59667° ჩ. გ. 9.53611° ა. გ. / 45.59667; 9.53611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 730
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 730
ინგლ.რუს.ფრ.

კრესპი-დ'ადა (იტალ. Crespi d'Adda) — ისტორიული დასახლება ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. წარმოადგენს XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ე. წ. „კომპანიის დასახლებებს“, ანუ სოფლების დაგეგმარების ახალ მოდელს, როდესაც მათ მდიდარი მრეწველები თავიანთ მუშებისთვის აშენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოციალური და ეკონომიკური პირობები შეცვლილია, 30 მათგანი თითქმის ხელუხლებლადაა გადარჩენილი და კვლავ სამრეწველო მიზნებისთვის გამოიყენება.[1] 1995 წლიდან ისინი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

1869 წელს, ტექსტილის მწარმოებელმა ბუსტო არსიზიომ მდინარე ბრემბოსა და ადას შორი მოქცეული 1 კმ სიგრძის ხეობა იყიდა, რათა იქ ბამბის საწარმოები გაეხსნა. ამას ხელს უწყობდა მდინარე ადას წყალი.[2]

ადამ ბამბის დართვის ახალი ტექნოლოგიები შეიმუშავა, რომლებსაც თავის საწარმოებში იყენებდა.[3] 1906 წელს, საწარმოების ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, მდინარე ადაზე აშენდა ჰიდროელექტროსადგური.[4] საწარმოების გვერდით მდებარე დასახლება, რომელიც 1878 წელს აშენდა,მუზრუნველყოფილი იყო ისეთი სოციალური მომსახურებებით, როგორიცაა კლინიკა, სკოლა, თეატრი, სასაფლაო, აბანო და ეკლესია.[5] [6]

სოფელიც და საწარმოებიც განათებული იყო ელექტროენერგიით.[7] შესაბამისად, სოფელი კრესპი-დ'ადა პირველი იყო იტალიაში, რომელსაც თანამედროვე ტიპის საზოგადოებრივი განათება ჰქონდა. მუშების სახლები, გადაწყვეტილი იყო ინგლისურ სტილში და პარალელური ქუჩების გასწვრივ მდებარეობდა, საწარმოების აღმოსავლეთით.[3][8] სამხაზოვანი გამზირი დასახლებას საწარმოო ზონისგან გამოყოფდა. მთლიანი არქიტექტურა და სოფლის დაგეგმარება არქიტექტორ ერნესტო პიროვანოს ეკუთვნის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://whc.unesco.org/archive/periodicreporting/EUR/cycle01/section2/730-summary.pdf
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-30. ციტირების თარიღი: 2011-05-23.
  3. 3.0 3.1 Value And History Of The Village Of Crespi D'Adda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-05. ციტირების თარიღი: 2011-05-23.
  4. www.laviadellenergia.it - Territory - Territorial Policies - Taccani Hydroelectric Power Station, Trezzo d'Adda, Milano. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-05. ციტირების თარიღი: 2011-05-23.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2011-05-23.
  6. Crespi d'Adda.Crespi d'Adda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-11. ციტირების თარიღი: 2011-05-23.
  7. What Is Crespi D'Adda?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2011-05-23.
  8. untitled. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-30. ციტირების თარიღი: 2011-05-23.