ლუგო
| ქალაქი
ლუგო
Lugo
|
ლუგო (ესპ. Lugo) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, გალისიის ავტონომიურ გაერთიანებაში, ლუგოს პროვინციის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 97 635 ადამიანს შეადგენს, რის შედეგადაც ლუგო გალისიის მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.
[რედაქტირება] ისტორია
ქალაქი ძვ. წ. I საუკუნეში კელტებმა დააარსეს. მოგვიანებით იგი რომაელებმა დაიპყრეს. მიუხედავად იმისა, რომ ლუგო საკმაოდ პატარა იყო, რომაული მმართველობის პერიოდში ის გალისიის მთავარ ქალაქს წარმოადგენდა, ხოლო მოგვიანებით მისი დედაქალაქი გახდა. იმ დროისათვის, ეს რეგიონი საკამოდ მდიდარი იყო ოქროთი, მიდიოდა გამალებული მოპოვებითი სამუშაოები.
XIX საუკუნის დასაწყისში, ესპანური კამპანიის მიმდინარეობისას, ლუგო ნაპოლეონმა დაიპყრო. 1976 წელს, ქალაქის მცხოვრებლებმა ლუგოს 2 000 წლის იუბილე აღნიშნეს, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ ქალაქი ძვ. წ. 24 წელს დაარსდა.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
ლუგო ერთადერთი ქალაქია მთელს მსოფლიოში, რომელსაც გარს სრულიად ხელუხლებელი, რომაელების დროინდელი, III საუკუნის კედელი აკრავს. კედლის სიგრძე 2 117 მეტრია, სიმაღლე 10-15 მეტრი და მოიცავს 71 კოშკს და 10 ჭიშკარს. 2000 წელს, ლუგოს კედელი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 987 რუს. • ინგლ. • ფრ. |