ჰერკულანუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პომპეის არქეოლოგიური ზონა, ჰერკულანუმი და ტორე-ანუნციატა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 40°48′00″ ჩ. გ. 14°21′00″ ა. გ. / 40.80000° ჩ. გ. 14.35000° ა. გ. / 40.80000; 14.35000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 829
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 829
ინგლ.რუს.ფრ.

ჰერკულანუმი (იტალ. Ercolano) — უძველესი რომაული ქალაქი, რომელიც ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა. მდებარეობს თანამედროვე იტალიაში, კამპანიის რეგიონის ერკოლანოს კომუნაში, ვეზუვის მთის ძირში.

79 წლის 24 აგვისტოს, ვეზუვიდან ამოტყორცნილმა ვულკანური ტუფის მასამ, ჰერკულანუმთან ერთად სხვა ქალაქები — პომპეი, სტაბაიი და ოპლონტისიც გაანადგურა. ქალაქი უნიკალურია მეცნიერული შესწავლის თვალსაზრისით, რადგან უამრავ გაქვავებულ ნაშთს მოიცავს, რომლებიც ხელუხლებლად იქნა შემონახული. 1981 წელს, აქ აღმოაჩინეს 3000 ჩონჩხი, ძირითადად ზღვის სანაპიროზე, რაც იმის ნიშანია, რომ მოახლოებული საფრთხისას მოსახლეობა ევაკუაციას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. განადგურების პერიოდში, ჰერკულანუმი პატარა ქალაქი ყოფილა, მაგრამ უფრო მდიდარი მოსახლეობის მქონე, ვიდრე პომპეი.

ჰერკულანუმი 12 ჰექტარზე იყო გადაჭიმული და მისი მოსახლეობა დაახლოებით 4 000 ადამიანს შეადგენდა. ნაგებობების უმრავლესობა კულტურული დანიშნულების იყო.

ვეზუვის ამოვრქვევა შუადღისას დაწყებულა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის, ის თითქმის 800 წლის მიძინებული იყო და მას არავინ მიიჩნევდა მოქმედ ვულკანად.

ერთი მხრივ არქეოლოგიური გათხრების და მეორე მხრივ პლინიუს უმცროსის ორი წერილის საფუძველზე, რომლებსაც ის რომაელ ისტორიკოს ტაციტუსს სწერდა, შესაძლებელია ამოფრქვევის სცენის გაცოცხლება.

24 აგვისტოს შუადღის 1 საათზე, ვეზუვმა ვულკანური ფერფლისა და ქვების ამოტყორცნა დაიწყო, რომელიც ცაში ათასობით მეტრზე გაიფანტა. როდესაც მან ტროპაპუზას (საზღვარი ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროს შორის) მიაღწია, ღრუბლები ცას ბრტყელი ღრუბელი გადაეფარა და როგორც ტაციტიუსი ადარებს, იტალიური ფიჭვის ხეს დაემსგავსა. გაბატონებულმა ქარმა, რომელიც იმ დროისთვის სამხრეთისკენ ქროდა, ვულკანური ნივთიერებები პომპესიკენ წაიღო და ჯერ ის და მისი შემოგარენი გაანადგურა. იმის გამო, რომ ჰერკულანუმი ვეზუვის დასავლეთით მდებარეობდა, ამოფრქვევის პირველ ფაზაში ის ნახევრად დაზიანდა. მაშინ, როდესაც პომპეის ციდან ვულკანური ნამტვრებისა და ფერფლის წვიმა დაატყდა თავს, ჰერკულანუმი სულ რამდენიმე სანტიმეტრიანი ფერფლით დაიფარა, მაგრამ ქალაქიდან გაქცევა მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა შეძლო.

ჰერკულანუმი და ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული სხვა ქალაქები. შავად გამოსახულია ვულკანური ფერფლით წარმოქმნილი ღრუბლის გავრცელების არეალი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: