გიროკასტრა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
გიროკასტრა
Gjirokastër
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 569 რუს. • ინგლ. • ფრ. |
გიროკასტრა (ალბ. Gjirokastër ან Gjirokastra; ბერძნ. Αργυρόκαστρο ანΓυρόκαστρο; იტალ. Argirocastro) — ქალაქი სამხრეთ ალბანეთში, მდინარე დრინას ხეობაში. გიროკასტრის ოლქისა და რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. გიროკასტრის აქვს ქალაქ-მუზეუმის სტატუსი, ცნობილია როგორც ალბანელი პოლიტიკოსის ენვერ ხოჯას სამშობლო.
2005 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც ოსმალეთის იმპერიის კარგად შემონახული ქალაქი.
ისტორია [რედაქტირება]
- გიროკასტრის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები გაჩნდა ძვ. წ. I საუკუნეში.
- ქალაქის დაარსება მოხდა XII საუკუნეში. იგი შედიოდა ბიზანტიის იმპერიის ეპირის პროვინციაში. და ერქვა არგიროპოლისი («ვერცხლის ქალაქი») ან არგიროკასტრონი («ვერცხლის ციხე»).
- XIV საუკუნეში ქალაქი შეიოდა ეპირის სამთავროში.
- 1417 წლიდან ქალაქი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია.
- XIX საუკუნის დასასრულს ქალაქი გახდა ალბანელთა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ცენტრი.
- პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქის ოკუპაცია მოახდინეს იტალიურმა, ბერძნულმა და გერმანულმა სამხედრო ნაწილებმა.
- კომუნისტური მმართველობის დროს, როგორც კომუნისტების ერთ-ერთი ლიდერის ენვერ ხოჯას სამშობლო, გამოაცხადეს ქალაქ-მუზეუმად.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||