რეგენსბურგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი ქალაქები რეგენსბურგი და შტადტამჰოფი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Regensburg 08 2006 2.jpg
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 10|00|N|12|50|00|E| name=

}}

გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2006  (30-ე სესია)
ნომერი 1155
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1155
რუს.ინგლ.ფრ.

რეგენსბურგი (გერმ. Regensburg) — ქალაქი გერმანიაში, ბავარიის მხარეში. მდებარეობს მდინარე დუნაისა და რეგენის შერწყმის ადგილას. მის აღმოსავლეთით მდებარეობს ბავარიის ტყე. 2009 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 134 218 ადამიანს შეადგენს. რეგენსბურგის ფართო, შუა საუკუნეების ცენტრალური ნაწილი 2006 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ისტორია[რედაქტირება]

რეგენსბურგი გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. საუკუნეების განმავლობაში, მას სახელს ხშირად უცვლიდნენ. მათ შორის უძველესია კელტური სახელი „რადასბონა". ქალაქის ტერიტორია ჯერ კიდევ ქვის ხანაში ყოფილა დასახლებული. 2006 წელს, რომაული ციხესიმაგრის სიახლოვეს აღმოაჩინეს კელტური სამარხები, რომლებიც ძვ. წ. 400 წლით თარიღდება.

მეორე მსოფლიო ომის დაბომბვები რეგენსბურგს სუსტად შეეხო, ამიტომ ქალაქის ძველი ნაწილი და შუა საუკუნეების არქიტექტურა თითქმის ხელუხლებელი გადარჩა.

ძეგლები[რედაქტირება]

  • წმინდა პეტრეს კათედრალი - აშენდა 1260 წელს, ფრანგული გოთიკური არქიტექტურის სტილში. მნიშვნელოვანი რესტავრაცია-გადაკეთება ჩაუტარდა 1525 წელსა და XIX საუკუნეში.
  • ძველი კაპელა (ალტეს კაპელა) - ღვთისმშობლის სახელობის ძველი, კაროლინგების პერიოდის ბაზილიკა, მისი ძირფესვიანი გადაკეთება როკოკოს სტილში XVIII საუკუნეში მოხდა.
  • წმინდა იაკობის ეკლესია - მინის სახურავიანი ეკლესია, რომელიც 1090 წელს ირლკანდიელმა ბენედიქტელმა ბერებმა დააარსეს, რომანული სტილის ნამდვილი შედევრია.
  • პიერის ხიდი (Steinerne Brücke) - აშენებულია 1135 - 1146 წლებში, მისი სიგრძე 310 მეტრია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: