მოდენის საკათედრო ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოდენის საკათედრო ტაძარი, ტორე-ჩივიკას კოშკი და პიაცა-გრანდეს მოედანი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Modena-Ghirlandina.jpg
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 44°38′46″ ჩ. გ. 10°55′32″ ა. გ. / 44.64611° ჩ. გ. 10.92556° ა. გ. / 44.64611; 10.92556
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 827
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 827
რუს.ინგლ.ფრ.

მოდენის საკათედრო ტაძარი (იტალ. Duomo di Modena) — ეკლესია იტალიის ქალაქ მოდენაში. წარმოადგენს მოდენა-ნონანტოლის რომანულ-კათოლიკური არქისაეპისკოპოსოს ცენტრს. ტაძრის მშენებლობა 1184 წელს დასრულდა და მიჩნეულია ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რომანული სტილის შენობად. 1997 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ამ ადგილას, V საუკუნიდან მოყოლებული, ორი ეკლესია მდებარეობდა, მაგრამ ორივე დაინგრა. თანამედროვე ტაძრის სამშენებლო სამუშაოები 1099 წელს დაიწყო მშენებლობის ოსტატის, ლანფრანკოს მეთაურობით, იმ ადგილას, სადაც მოდენის მფარველის, წმინდა ჯემინიანუსის საფლავი მდებარეობდა. მისი წმინდა ნაწილები დღესაც კათედრალის აკლდამაშია დაბრძანებული. მშენებლობა საბოლოოდ 1184 წლის 12 ივლისს, პაპ ლუციუს III-ის დროს დასრულდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]