კალტაჯირონე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კალტაჯირონე
Caltagirone
კალტაჯირონეს დეკორატიული კიბე
კალტაჯირონეს დეკორატიული კიბე
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 37°14′00″ ჩ. გ. 14°31′00″ ა. გ. / 37.23333° ჩ. გ. 14.51667° ა. გ. / 37.23333; 14.51667
ფართობი 382 კმ²
ცენტრის სიმაღლე 608
მოსახლეობა 39 478 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 103.3 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 95041, 95040
ოფიციალური საიტი ბმული

კალტაჯირონე მდებარეობა იტალია

Red pog.svg

კალტაჯირონე (სიცილ. Caltaggiruni; იტალ. Caltagirone) — ქალაქი და კომუნა იტალიის კუნძულ სიცილიაზე, კატანიის პროვინციაში, ქალაქ კატანიიდან 70 კმ-ით სამხრეთ დასავლეთით. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 39 478 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი ისტორიულად ცნობილია კერამიკის წარმოებით, რომელიც დღესაც გრძელდება. საქმიანობის სხვა მნიშვნელოვანი სფერო სოფლის მეურნეობაა.

ქალაქის სახელი მოდის არაბულიდან „კალ-ათ-გჰირან“ და ნიშვანს ლარნაკების ბორცვს. იგი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში, რაზეც მეტყველებს ორი ნეკროპოლისი და მრავალი არქეოლოგიური მონაპოვარი, რომლებიც ძვ. წ. II ათასწლეულით თარიღდება. შემდეგში, რომალეთა მოსვლამდე ქალაქი დასახლებული იყო სიცილიელებით.

1030 წელს აქ არაბებმა ციხესიმაგრე ააშენეს, რომელიც შემდეგ ლიგურიელებმა აიღეს. ქალაქმა განვითარების პიკს ნორმანებისა და ჰოჰენშტაუფენების მმართველობის ქვეშ მიაღწია, როდესაც მან სახელი კერამიკის წარმოებით გაითქვა.

კალტაჯირონე თითქმის მთლიანად დაინგრა 1693 წლის მიწისძვრის შედეგად. ამის შემდეგ, კერძო თუ საჯარო შენობათა უდიდესი ნაწილი ბაროკოს სტილში აღდგა. ამ ფაქტის გამო, ქალაქი და მისი შემოგარენი, 2002 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 398
რუს.ინგლ.ფრ.