შენბრუნის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შენბრუნის სასახლე და ბაღები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 48°18′45″ ჩ. გ. 16°31′18″ ა. გ. / 48.31250° ჩ. გ. 16.52167° ა. გ. / 48.31250; 16.52167
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 786
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 786
ინგლ.რუს.ფრ.

შენბრუნის სასახლე (გერმ. Schloss Schönbrunn) — საიმპერატორო, როკოკოს სტილში ნაგები 1 400 ოთახიანი საზაფხულო რეზიდენცია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ მონუმენტს და 1960-იანი წლებიდან ვენის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას. სასახლე და მისი ბაღები ავლენს ჰაბსბურგთა მონარქების გემოვნებას, ინტერესებსა თუ მისწრაფებებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1569 წელს, საღვთო რომის იმპერატორმა მაქსიმილიან II-მ, მდინარე ვენის დაბლობებზე, ბორცვის ძირას ადგილი იყიდა. მეფემ ბრძანა ეს ტერიტორია შემოეღობათ და სხვადასხვა ფრინველი მომემრავლებინათ, რომელიც სამეფო სანადირო ადგილი გახდებოდა.

მომდევნო საუკუნეში, ეს ტერიტორია სანადიროდ და რეკრეაციისთვის გამოიყენებოდა. განსაკუთრებით ბევრ დროს აქ დედოფალი ელეონორა გონძაგა ხარჯავდა, რომელსაც ნადირობა ძალიან უყვარდა. სიკვდილის წინ, მეფე ფერდინად II-მ ეს ადგილები მას უანდერძა. 1638 - 1643 წლებში მან აქ სასახლე ააშენა, რომელსაც შენბრუნი ეწოდა.

1918 წელს, მონარქიის დამხობის შემდეგ, სასახლის მფლობელი ახლადშექმნილი ავსტრიის რესპუბლიკა აღმოჩნდა და სასახლე მუზეუმად გადაკეთდა.

1961 წელს, შენბრუნის სასახლეში ჯონ კენედისა და ნიკიტა ხრუშჩოვის შეხვედრა გაიმართა.

1996 წელს, იუნესკომ სასახლე და მისი ბაღები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]