ლევოჩა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლევოჩა
Levoča
Levoca from mh.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
კოორდინატები 49°01′31″ ჩ. გ. 20°35′17″ ა. გ. / 49.02528° ჩ. გ. 20.58806° ა. გ. / 49.02528; 20.58806
პირველი ხსენება 1249
ფართობი 64.042 კმ²
ცენტრის სიმაღლე 570
მოსახლეობა 14 731 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 230 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 054 01
ოფიციალური საიტი http://www.levoca.sk/

ლევოჩა მდებარეობა სლოვაკეთი

Red pog.svg

ლევოჩა (სლოვაკ. Levoča, უნგრ. Lőcse, გერმ. Leutschau, პოლ. Lewocza) — ქალაქი აღმოსავლეთ სლოვაკეთში, სპიშის რეგიონში. 2006 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 14 731 ადამიანს შეადგენს. ქალაქს გააჩნია კარგად შემონახული ისტორიული ქალაქის კედელი, რენესანსული ეკლესია, რომელიც გამოირჩევა ხის ყველაზე მაღალი საკურთხევლით მთელს ევროპაში და რომელიც მოჩუქურთმებულია ოსტატ პოლ ლევოჩელის მიერ, ასევე ახვა მრავალი რენესანსული ნაგებობა.

2009 წელს, ლევოჩა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[1]

ლევოჩა პირველად მოსენიებულია მეფე ბელა IV-ის 1249 წლის წერილში. მიუხედავად ამისა, ქალაქიში მანამდე უკვე არსებობდა XI საუკუნის წმინდა ნიკოლოზის რომანული ეკლესია. 1241 წელს, მონღოლ-თათრების შემოსევის შემსდეგ აქ გერმანელი კოლონისტები მოდიან.

1271 წელს, ლევოჩა პირველად მოიხსენიება როგორც თავისუფალი სამეფო ქალაქი და პროვინციული დედაქალაქი. XV საუკუნეში, ლევოჩელმა ვაჭრებმა უნგრეთის მეფისგან მრავალი პრივილეგია მიიღეს, რის შედეგადაც ქალაქმა სწრაფი ზრდა დაიწყო. ამავე პერიოდში, ლევოჩა სლოვაკეთის პროტესტანტული მოძრაობის ცენტრი ხდება.

XVII საუკუნეში, ჰაბსბურგების საწინააღმდეგო ამბოხებებისას, ქალაქის დაკნინება იწყება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 620
რუს.ინგლ.ფრ.