ნოიზიდლერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოიზიდლერის ტბის კულტურული ლანდშაფტი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Neusiedler Lake satellite.png
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია უნგრეთის დროშა უნგრეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 47°50′00″ ჩ. გ. 16°45′00″ ა. გ. / 47.83333° ჩ. გ. 16.75000° ა. გ. / 47.83333; 16.75000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2001  (25-ე სესია)
ნომერი 772
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 772
რუს.ინგლ.ფრ.

ნოიზიდლერი (გერმ. Neusiedler See, უნგრ. Fertő tó) — მეორე უდიდესი სტეპის ტბა ცენტრალურ ევროპაში, ზღვის დონიდან 115 მეტრზე. მისი ფართობი 315 კმ²-ია, აქედან 240 კმ² ავსტრიის ტერიტორიაზე მდებარეობს, 75 კმ² უნგრეთის ტერიტორიაზე. ტბის აუზის ფართობი 1,120 კმ²-ს შეადგენს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მისი სიგრძე 36 კმ-ია, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 6-12 კმ. საშუალო სიღრმე 1.8 მეტრია.

ტბა გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით. მის წყლებში ბინადრობს 15 სახეობის თევზი, მრავალი უხერხემლო, ხოლო ტბის მცენარეულობა იზიდავს არაერთ უიშვიათეს მწერს. ტბაზე თავს იყრის დაახლოებით 300 სახეობის გადამფრენი ფრინველი.

ნოიზიდლერი არაერთ ტურისტსა და უბრალოდ ბუნების მოყვარულს იზიდავს. სანაპიროებზე მოწყობილია პლაჟები.

ტბა და მისი შემოგარენი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: