ვახაუ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ვახაუს კულტურული ლანდშაფტი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii, iv |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ევროპა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
| ნომერი | 970 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 970 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ვახაუ (გერმ. Wachau) — ხეობა ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერაციულ მხარეში, მდინარე დუნაის გაყოლებაზე. წარმოადგენს ავსტრიის დაბლობის უმთავრეს ტურისტულ დესტინაციას. მდებარეობს ქალაქ მელკსა და კრემსს შორის. ხეობის სიგრძე 40 კმ-ია, იგი ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში ყოფილა დასახლებული. ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ადგილია დურნშტაინი, სადაც ინგლისის მეფე რიჩარდ IV ლომგული ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ V-ის მიერ იქნა დატყვევებული.
ხეობაში უამრავი უძველესი მონასტერი, ციხესიმაგრე და ნაგრევებია, რომლებიც შერწყმულია ქალაქებსა და სოფლებთან. ასევე გაშენებულია ვენახები, წარმოადგენს მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ცენტრს.
2000 წელს, იუნესკომ „ვახაუს კულტურული ლანდშაფტი“ მისი არქიტექტურული და აგრონომიული ისტორიის გამო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) Wachau Official Website
- Movies and Broadcasts
- Winemonger.com article on the Codex Wachau
- Vinea Wachau
- (გერმანული) Wachau, Weissenkirchen Website
- (გერმანული) Wachau, Weissenkirchen Weblog
- (გერმანული) Wachauer.Net
|
|||||||