ჰოტელ-სოლვაი
| არქიტექტორ ვიქტორ ორტას ქალაქური სახლები* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი |
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, iv |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ევროპა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
| ნომერი | 1005 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1005 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ჰოტელ-სოლვაი — ბელგიელი არქიტექტორის, ვიქტორ ორტას მიერ დაპროექტებული ქალაქური სახლი ბრიუსელში, ლუისის გამზირზე. სახლის დამკვეთი იყო არმანდ სოლვაი - მდიდარი ბელგიელი ქიმიკოსისა და მეწარმის, ერნესტ სოლვაის ვაჟი. პატრონის სიმდიდრიდან გამომდინარე, ორტამ მშენებლობაში ძვირფასი მასალები და დეტალები გამოიყენა. მანვე დაგეგმა სახლის თითოეული დეტალი: ავეჯი, ხალიჩები, განათების აპარატურა, მაგიდები და კარის ზანზალაკებიც კი. ოსტატი იყენებდა ძვირფას მარმარილოს, ბრინჯაოს, ტროპიკული ხეების მასალას და ა.შ. კიბეების დეკორირების საქმეში, მან შემოიამხანაგა პუანტილისტი მხატვარი ტეო ვან რეისენბერგე.
ჰოტელ-სოლვაის დიდებული სახლის შენარჩუნება-შენახვა ვიტამერების ოჯახის დამსახურებაა, რომლებმაც ის 1950-იან წლებში მიიღეს. მათ საცხოვრებლის დაცვისთვის ძალ-ღონე არ დაუშურებიათ. სახლი დღემდე კერძო მფლობელობაში რჩება და მისი მონხაულება მხოლოდ პირადი შეთანხმებისა და მკაცრი პირობების დაცვის შემდეგაა შესაძლებელი. 2000 წელს, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
|
|||||||