ვენეციის ლაგუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენეციის ლაგუნა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ლაგუნის რუკა
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv, v, vi, vii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 45°24′47″ ჩ. გ. 12°17′50″ ა. გ. / 45.41306° ჩ. გ. 12.29722° ა. გ. / 45.41306; 12.29722
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 394
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 394
ინგლ.რუს.ფრ.

ვენეციის ლაგუნა (იტალ. Laguna di Venezia) — ჩაკეტილი უბე ადრიატიკის ზღვაში, რომელშიც ქალაქი ვენეცია მდებარეობს. უბე გადაჭიმულია მდინარე სილედან (ჩრდილოეთით) მდინარე ბრეტანამდე (სამხრეთით) და მოიცავს დაახლოებით 550 კმ²-ს. მის 8%-ს ხმელეთი შეადგენს, რომელიც ქალაქ ვენეციითა და მრავალი პატარა კუნძულითაა წარმოდგენილი. დაახლოებით 11% დროებით იფარება წყლით, 80% კი თავთხელი, მარილიანი ჭაობებითაა დაფარული. ლაგუნა ხმელთაშუა ზღვის აუზის უდიდეს ვეთლენდს წარმოადგენს.

ლაგუნა ადრიატიკის ზღვასთან წყლის სამი ვიწრი ზოლითაა დაკავშირებული. უბეში წყლის დონე საკმაოდ ცვალებადია და დამოკიდებულია მიქცევა-მოქცევაზე. როდესაც წყალი ყველაზე მაღალ დონეს აღწევს, ადგილობრივები ამ მოვლენას აკუა-ალტას (acqua alta - მაღალი წყალი) ეძახიან, რომლის დროსაც მთელი ვენეცია წყლით იფარება.

ვენეციის ლაგუნა იმ ესტუარების სისტემის უმნიშვნელოვანეს ნარჩენს წარმოადგენს, რომელლებიც ძველი რომაულ ეპოქაში რავენადან ტრიესტამდე იყო გადაჭიმული. VI საუკუნეში ის მოსახლეობისთვის დამპყრობლებისგან (ძირითადად ჰუნებისგან) თავდაცვის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენდა. იგი დღემდე რჩება ნავსადგურისა და მეთევზეობის ბაზად.

ლაგუნა დაახლოებით 6-7 ათასი წლის წინ, გამყინვარების პერიოდში მიმდინარე ტრანსგრესიის შედეგად წარმოიქმნა, როდესაც ადრიატიკის ზღვის ზემო სანაპირო ზოლი წყლით დაიფარა.

აერო ფოტო

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: