რამელსბერგის მაღაროები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამელსბერგის მაღაროები და ქალაქ გოსლარის ძველი ნაწილი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Rammelsberg.jpg
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 51°53′15″ ჩ. გ. 10°25′54″ ა. გ. / 51.88750° ჩ. გ. 10.43167° ა. გ. / 51.88750; 10.43167
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1992  (მე-16 სესია)
ნომერი 623
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 623
რუს.ინგლ.ფრ.

რამელსბერგი (გერმ. Rammelsberg) — მთა გერმანიაში, ჰარცის მთის მასივის სამხრეთ კიდეზე, ქვემო საქსონიის მხარის ქალაქ გოსლარის სიახლოვეს. მისი სიმაღლე 635 მეტრია. მთაზე მდებარეობდა ერთადერთი მაღაროები მსოფლიოში, რომლებიც 1000 წლის მანძილზე, 1988 წლამდე უწყვეატდ მუშაობდა. 1992 წელს, იუნესკომ მთა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

მაღაროებში თავიდან ვერცხლს მოიპოვებდნენ, მოგვიანებით სპილენძს, ხოლო ბოლოს ტყვიას. 1000 წლის მანძილზე, სულ მოპოვებულ იქნა დააალოებით 30 მლნ ტონა მადანი. დოკუმენტი, რომელიც მაღაროს მუშაობას ისტროიულად ადასტურებს, 968 წელს მიეკუთვნება, მაგრამ ბოლოდროინდელი არქეოლოგიური აღმოჩენები იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III საუკუნეებში არსებობდა მაღაროები.

1988 წლის 30 ივნისს მაღარო მადნის ამოწურვის გამო დაიხურა. დღეს მის ადგილას სამრეწველო მუზეუმია გახსნილი, სადაც მნახველებს სხვადასხვა ეპოქაში, მოპოვებით საქმიანობაში გამოყენებული იარაღების დათვალიერება შეუძიათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: