რაგუზა (სიცილია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
რაგუზა
Ragusa
ქალაქის პანორამა
ქალაქის პანორამა
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 36°56′ ჩ. გ. 14°45′ ა. გ. / 36.933° ჩ. გ. 14.750° ა. გ. / 36.933; 14.750
ფართობი 442,6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 520
მოსახლეობა 72 836 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 164,6 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 97100
ოფიციალური საიტი ბმული

რაგუზა (სიცილია) მდებარეობა იტალია

Red pog.svg

რაგუზა (სიცილ. Rausa) — ქალაქი და კომუნა სამხრეთ იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, რაგუზის პროვინციის დედაქალაქი. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 72 836 ადამიანს შეადგენს. გაშენებულია ვრცელ კირქვის ბორცვზე, ორ ღრმა ხეობას შორის. ვალ-დი-ნოტოს ხეობის სხვა შვიდ ქალაქთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ისტორია[რედაქტირება]

რაგუზის სათავეები ძვ. წ. მეორე ათასწლეულში იწყება, როდესაც ამ არეალში ძველი სიკულების რამდენიმე დასახლება იყო გაშენებული.

უძველესი ქალაქი, რომელიც 300 მეტრის სიმაღლის ბორცვზე მდებარეობდა, კონტაქტში შევიდა შორიახლოს არსებულ ბერძნულ კოლონიებთან და განვითარდა ახლომდებარე პორტ კამერინას წყალობით. კართაგენელების მცირე ხნიანი ბატონობის შემდეგ, მას ჯერ რომაელები, შემდეგ კი ბიზანტიელები მართავდნენ. ამ პერიოდში ქალაქი გაამაგრეს და დიდი ციხესიმაგრე ააშენეს. ახ. წ. 848 წელს რაგუზა არაბებმა დაიპყრეს, რომელთა ბატონობაც XI საუკუნემდე გაგრძელდა, შემდეგ კი არაბებს ნორმანი დამპყრობლები ჩაენაცვლნენ.

ამის შემდეგ, რაგუზა არსებობას სიცილიის სამეფოს შემადგენლობაში აგრძელებს, რომელიც XII საუკუნის პირველ ნახევარში შეიქმნა. იგი როგორც კიარამონტეს ოჯახის ფეოდი 1296 წელს უერთდება მოდიკა, მაგრამ კვლავ რჩება საგრაფოს დედაქალაქად. ეს სტატუსი მან XV საუკუნეში, სახალხო ჯანყის შემდეგ დაკარგა.

1693 წელს ქალაქი საშინელმა მიწისძვრამ გაანადგურა, რომელმაც 5 000 მცხოვრების სიცოცხლე შეიწირა. კატასტროფის შემდეგ რაგუზა აღადგინეს. სწორედ ამ პერიოდით თარიღდება ბაროკოს არქიტექტურის ძირითადი ნაწილი. მოსახლეობის უმეტესობა პარტოს ყოფილ რაიონში გადასახლდა, რომელსაც „რაგუზა სუპერიორე“ (ზემო რაგუზა) უწოდეს, ხოლო ძველ ქალაქს „რაგუზა ინფერიორე“ (ქვემო რაგუზა). ეს ორი ქალაქი 1926 წლამდე გაყოფილი რჩებოდა, სანამ 1927 წელს ისინი არ გაერთიანდნენ და გადაიქცნენ პროვინციულ დედაქალაქად, რითაც ჩაანაცვლეს ყოფილი დედაქალაქი და ყველაზე ხალხმრავალი, ჯერ კიდევ 1296 წლიდან რეგიონის უმნიშვნელოვანესი ქალაქი — მოდიკა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

ქალაქს ორი განსხვავებული არეალი გააჩნია, დაბალზე მდებარე და უძველესი რაგიზა-იბლა და მაღლობზე მდებარე რაგუზა-სუპერიორე. ეს ორი ნაწილი გაყოფილია ვალე-დეი-პონტით — ღრმა ხეობით, რომელსაც ოთხი ხიდი კვეთს. მათ შორის ყველაზე საყურადღებოა XVIII საუკუნის პონტე-დეი-კაპუჩინი.

ქალაქის პანორამა
ზემო რაგუზა (რაგუზა-იბლა)

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]