სიეგა-ვერდე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრეისტორიული კლდის მხატვრობები კოას ხეობაში და სიეგა-ვერდეს პალეოლითური მხატვრობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Siega Verde.JPG
ქვეყანა დროშა: პორტუგალია პორტუგალია
დროშა: ესპანეთი ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°02′00″ ჩ. გ. 7°07′00″ დ. გ. / 41.03333° ჩ. გ. 7.11667° დ. გ. / 41.03333; -7.11667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2010  (34-ე სესია)
ნომერი 866
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 866
რუს.ინგლ.ფრ.

სიეგა-ვერდე (ესპ. Siega Verde) — არქეოლოგიური ძეგლი ესპანეთში. მდებარეობს სალამანკის პროვინციის ვილიარ-დე-ლა-იეგუის მუნიციპალიტეტში. 2010 წელს, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში უკვე მყოფ ობიექტს, კოას ხეობას დაამატა.

ძეგლი მოიცავს კლდის გრავიურების მთელ სერიას, რომელიც 1988 წელს პროფესორმა მანუელ სანტოხა ი როსარიო პერესმა აღმოაჩინა, როდესაც მდინარე აგუედის ხეობაში მდებარე ესპანეთის არქეოლოგიური ძეგლების აღრიცხვის კამპანია მიმდინარეობდა.

გრავირებებით გამოსახულია ცხენები, თხები, ხარები, ირმები, ბიზონები, ჩრდილოეთის ირმები და რაც ყველაზე საინტერესოა ბეწვიანი მარტორქა, რომელიც დღეისათვის გადაშენებულია.

გრავირებები ზედა პალეოლითის პერიოდს მიეკუთვნება (20 000 წლის წინ), ასევე შიენიშნება 12 000 წლის წინანდელი ნამუშევრები. სულ აღმოჩენილია 94 გრავირებული პანელი, რომლებიც კლდეზე 3 კმ-ის სიგრძეზეა განლაგებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]