სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა (ასიზი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასიზი, სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა და ფრანცისკანელთა სხვა ძეგლები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 43°04′29″ ჩ. გ. 12°36′20″ ა. გ. / 43.07472° ჩ. გ. 12.60556° ა. გ. / 43.07472; 12.60556
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 990
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 990
ინგლ.რუს.ფრ.

ასიზის სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა (იტალ. Basilica Papale di San Francesco d'Assisi) — რომანულ-კათოლიკური ეკლესიის ფრანცისკანელთა ორდენის მთავარი ტაძარი. მდებარეობს იტალიის ქალაქ ასიზიში, წმინდა ფრანჩესკო ასიზელის მშობლიურ ქალაქში. ტაძარში მდებარეობს წმინდანის საფლავი და წარმოადგენს იტალიელი ქრისტიანი პილიგრიმების მოსალოც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს ქვეყანაში. მისი მშენებლობა 1228 წელს, გორაკის ფერდობზე დაიწყო და შედგება ორი ეკლესიისაგან - რომლებიც ცნობილია როგორც ზედა და ქვედა ეკლესიები. 2000 წელს კომპლექსი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ზედა ეკლესიის ინტერიერი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის იტალიაში ადრეული გოთიკური სტილის ნიმუშია. ორივე ეკლესია შემკულია გვიანი შუა საუკუნეების ფრესკებით, რომლებიც რომისა და ტოსკანის სკოლის მხატვრებს ეკუთვნით.

შესრულებული სამუშაოების რანგი და ხარსიხი ბაზილიკას უნიკალურ მნიშვნელობას სძენს, რადგან ის ასახავს მისი პერიოდის იტალიური ხელოვნების განვითარებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]